24
Apr
2017

24 აპრილს, Startup Beats-ის ფარგლებში, გუკა თავბერიძე კომპანია “სავსეს” წარმატების ისტორიაზე ისაუბრებს

24 Apr 2017

24 აპრილს, 19:00 საათზე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7) პროექტ Startup Beats-ის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა გაიმართება.

Startup Beats-ის სტუმარი იქნება გუკა თავბერიძე, რომელიც ისაუბრებს მისი კომპანიის – ,,სავსეს’’ დაწყების და განვითარების ისტორიაზე. სავსე, £22,5 მილიონად შეფასებული წვენების კომპანიაა ბრიტანულ ბაზარზე. კომპანია „სავსეს“ წლიური შემოსავალი ბოლო სამი წლის განმავლობაში 13 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, 12 თვეში კი მისმა გაყიდვებმა 600%-ით მოიმატა.

პროექტი Startup Beats – ი ინოვაციების სააგენტოს ახალი პროექტია, რომლის მიზანია საქართველოში არსებულ სტარტაპებს გამოცდილება გაუზიარონ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულმა და გამოცდილმა ადამიანებმა. პროექტის მიზანია საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა.

შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია, რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://goo.gl/T84SJG

განხილვა