in

გულწრფელი მადლობა მედპერსონალს ფარმადეპოსგან

რამდენიმე დღის წინ საქართველოში ერთი წელი გახდა, რაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ერთი წელი ყველასთვის მძიმე, სტრესული და გამოწვევებით სავსე იყო. თუმცა, ალბათ, არავისთვის ისე ცხადი და ახლო არ ყოფილა ეს ვირუსი, როგორც მედპერსონალისთვის, რომელიც, სხვების გადარჩენის სანაცვლოდ, თავს რისკის ქვეშ ყოველდღიურად აყენებდა.

ამ ძალიან დიდი დამსახურებისთვის ფარმადეპომ გადაწყვიტა, ქართველი მედპერსონალისთვის მისი მხარდაჭერა გამოეხატა, რათა მათ ეგრძნოთ – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ხილული არაა ის, თუ რა ხდება საავადმყოფოებში, ნამდვილად ვიცით, თუ რამხელა ენერგია და ძალისხმევა იხარჯება ექიმების მხრიდან პაციენტების კეთილდღეობაზე ზრუნვაში.

ფარმადეპომ 80-მდე საავადმყოფოს და 10 000-ზე მეტ მედპერსონალს გულწრფელი მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. უფრო ვრცლად აღნიშნულის შესახებ ვიდეორგოლი გიამბობთ:

ვიდეორგოლზე იმუშავა სააგენტო CONTACT-მა.

კიბერუსაფრთხოების ახალი ინტეგრირებული კურსი

React და Angular – „თბილისის კომუნიკაციის სკოლამ“, ტექნოლოგიური მიმართულებით, 2 ახალ პროგრამაზე მიღება დაიწყო!