in

როგორ იცვლებოდა „გულების ენა“ ციფრულ ეპოქაში

მას შემდეგ, რაც საზოგადოება ციფრული კომუნიკაციის ეტაპზე გადავიდა, სიყვარულის გამოვლენის მრავალი გზა ვიპოვეთ, რომელთაგან „გულის ფორმა“ ყველაზე გავრცელებულია. ეს სიმბოლო ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში დაიბადა, როდესაც იტალიელმა ექიმმა, გვიდო და ვიგევანომ, ამ ორგანოს შესახებ ტრაქტატი დაწერა და ჩვენთვის ნაცნობი ვიზუალით გამოსახა.

BOG
BOG

უკვე 1800-იანი წლების ბოლოს, ადრეული ელექტრო ტელეგრაფის ოპერატორები მორზეს კოდს იყენებდნენ, რათა ერთმანეთისთვის სასიყვარულო შეტყობინებები გაეგზავნათ. ინტერნეტის ეპოქაში, 1990-იან წლებში, AOL-ის ჩატის ოთახებში ასოებისა და ციფრებისგან შემდგარი გულის ფოტოები ვრცელდებოდა.

გასული ათწლეულის განმავლობაში, როდესაც სოციალური მედია უფრო გრაფიკული გახდა ფოტოებით და ვიდეოებით, თინეიჯერები ხელებს იყენებდნენ გულის სიმბოლოების შესაქმნელად. მაჯებისა და თითების მოხრის გზები კი სულ უფრო რთული ხდება, რადგან ადამიანები უნიკალურ გზებს ეძებენ სიყვარულის გამოსახატად.

აი, როგორ იცვლებოდა გულების ენა ინტერნეტში 

AOL ჩატის ოთახებში 1990-იანებში დომინირებდა ტექსტი. უფრო კონკრეტულად, მომხმარებლები გულის ფორმას კლავიატურაზე არსებული კლავიშებით ქმნიდნენ — მათ შორის იყო < სიმბოლო და ციფრი 3, როგორც <3 ემოჯი.

შეიძლება ითქვას, AOL-მა ხელოვნების ახალ ტიპს ჩაუყარა საფუძველი, რომელიც სტანდარტულ ტექსტს ეფუძნებოდა, მძიმეებით, წერტილებითა და ტირეებით შექმნილი. მაგალითად, მხრების აჩეჩვა: ¯\_(ツ)_/¯; ვარდი: @>—>—. ასევე, შესაძლებელი იყო ათობით სტრიქონისგან შექმნილი გამოსახულებები, რათა უფრო რთული კომბინაციებით გამოეხატათ სათქმელი.

ემოჯების ეპოქა

როდესაც მობილური ტელეფონები პოპულარული გახდა, მალევე გაჩნდა ემოჯიც. ერთ-ერთი პირველი კი წითელი გული იყო, რომელიც 1999 წელს იაპონელმა მხატვარმა, შიგეტაკა კურიტამ შექმნა. თუმცა ის 2010 წლამდე არ ყოფილა ფართოდ ხელმისაწვდომი, ვიდრე Google-ის პროგრამული უზრუნველყოფის ჯგუფი Unicode Consortium-ის მიერ ამ „ემოციების“ აღიარებას მოითხოვდა. ამის შემდეგ ემოჯები მალევე დაინერგა მობილურ მოწყობებში და შემდეგ სწრაფად მიიღეს სოციალურ ქსელებშიც, როგორიცაა Facebook.

დღეისათვის წითელი გული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ემოჯია. Unicode Consortium-ის გამოკითხვების თანახმად, 2019 და 2021 წლებში ის ყველაზე ხშირად გამოყენებულ ემოციებს შორის მეორე ადგილს იკავებდა — სიცილის შემდეგ.

TikTok ფორმები

„თუ გსურთ, გაიგოთ, რამდენი წლისაა ვინმე, მაგრამ პირდაპირ კითხვა არ გინდათ, სთხოვეთ, თითებით გული გააკეთონ“, — ამბობს ინფლუენსერი ჯულია კაროლანი. მისი ვიდეოს მიხედვით, მილენიალები გულის ფორმას ყველა თითის გამოყენებით აკეთებენ, ხოლო ზეტ თაობის წარმომადგენლები — მხოლოდ შუა და საჩვენებელი თითების.

ამასთან, მაგალითად, აზიის ზოგიერთ ნაწილში გულს ცერა თითისა და საჩვენებელი თითების მეშვეობით აკეთებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ემოციის ხელებით გამოხატვის ტენდენცია მზარდია და ვირუსულად გავრცელდა მთელ მსოფლიოში.

„თამაშობანას“ მატარებელი ევროპისკენ მიეშურება — წარმატება საექსპორტო ბაზარზე

ფარელ უილიამსი Louis Vuitton Men-ის დიზაინერი გახდა