in

გალფი ექიმების დასახმარებლად, სპეციალურ ფონდს ქმნის

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანია „გალფმა“ მიიღო გადაწყვეტილება, მხარში დაუგდეს ქართველ ექიმებს. 19 მარტიდან – 19 აპრილის ჩათვლით, „გალფში“ ჩასხმული თითოეული ლიტრი საწვავიდან 5 თეთრი აკუმულირდება კამპანიის ფონდში, რომელიც გადაუნაწილდება ყველა იმ ექიმსა თუ ექთანს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, ჩართულები არიან COVID-19 -ის დაძლევის პროცესში.

 

კამპანიისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა ekimebistvis.ge, სადაც ყველას შეუძლია, „ლაივ“ რეჟიმში თანხის შეგროვების პროცესს ადევნოს თვალი.

„ყველამ საკუთარი წვლილი შევიტანოთ ამ კრიზისის დაძლევაში, ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა. გვიხარია, რომ თითოეული ჩვენი მომხმარებელი, ვინც „გალფში“ ჩაასხამს საწვავს, შეგვიძლია, გავხადოთ ამ დიდი პროცესის თანამონაწილე და ყველა ერთად, მხარში დავუდგეთ ქართველ ექიმებს“ – განაცხადა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯიბლაძემ.

იმისათვის რომ ჩაერთოთ კამპანიაში, აუცილებელია, საწვავის ჩასხმის დროს გამოიყენოთ Gulf Club-ის ბარათი. ჩასხმის პროცესის დასრულების შემდეგ, თითოეული მომხმარებელ საინფორმაციო SMS-ით მიიღებს შეტყობინებას, რამდენი ლარი გადარიცხა „გალფმა“ მისი ჩართულობით და ჯამურად რა თანხაა შეგროვებული.

„ერთად დავძლევთ! – გალფი #ექიმებისთვის“.

 

[R]

რა ნაკვალევი დატოვა #შეცდომებმა Biliki-ს ვიწრო გზაზე

„ზუმერი“ მომხმარებლებს უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს!