„მირჩიეთ თბილისთან ახლოს სივრცე კორპორაციული შეკრებისთვის“ – ასეთ განცხადებებს ციფრულ სივრცეში ხშირად წააწყდებით. თიმბილდინგისა და რითრითისათვის ადგილის ძიებისას, ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად არის გარემო ქალაქური ხმაურისაგან მოწყვეტილი და რამდენად ადვილია ტრანსპორტირება ორგანიზატორებისთვის. დღეს, სწორედ ერთ-ერთ ასეთ ადგილზე გვინდა გიამბოთ, რომელიც საქმიანი შეხვედრებისთვისაც გამოგადგებათ და განტვირთვისთვისაც. ეს გახლავთ Gulf Aquamarine Hotel.
გამორჩეული ადგილმდებარეობა
Gulf Aquamarine Hotel თბილისის ზღვის მიმდებარედ არის განთავსებული. თბილისის ცენტრიდან, სულ რაღაც, 15 წუთის სავალზე, ბეშენოვას ქ. 20-ში, საკურორტო ზონის მყუდრო გარემოში აღმოჩნდებით, თბილისის ზღვის პანორამული ხედებით ტკბობასა და დროის სასიამოვნოდ გატარებას დედაქალაქის დატოვების გარეშე შეძლებთ.
რას აერთიანებს Gulf Aquamarine Hotel
სასტუმრო კომპლექსი თბილისის ზღვას გადაჰყურებს. ეს უზარმაზარი ტერიტორია აერთიანებს საქმიან და გასართობ სივრცეებს. აქ შეგიძლიათ დაგეგმოთ როგორც საქმიანი და კორპორაციული შეხვედრები, ისე განტვირთვა და დასვენება კოლეგებთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. ბიზნესისთვის განკუთვნილია შეხვედრების ოთახები, დახურული აუზი, სპა და „ჯინო ფერედაისის“ ატრაქციონები განტვირთვაში დაგეხმარებათ. ასევე, არის დიდი რესტორანი, რომელიც ზღვას გადაჰყურებს.
მოდით, დეტალურად მიმოვიხილოთ, რას მოიცავს თითოეული მათგანი.
ბიზნეს შეხვედრების სივრცე
Gulf Aquamarine Hotel-ის საკონფერენციო ჰოლი მე-9 სართულზეა განთავსებული და თბილისის ზღვის განუმეორებელი ხედით ტკბობის შესაძლებლობას გიქმნით. სივრცე სრულად აღჭურვილია ყველა ტიპის საქმიანი შეხვედრისთვის, კონფერენციისთვის, სემინარებისა თუ ვორქშოპებისათვის. შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, საკონფერენციო ჰოლში 100-250 პერსონაზე გათვლილი ღონისძიების მასპინძლობაა შესაძლებელი.
საკონფერენციო დარბაზი განთავსებულია მე-8 სართულზეც, სადაც 40-100 სტუმარზე გათვალისწინებული ღონისძიების მოწყობაა შესაძლებელი.
ამას გარდა, მე-8 სართულზე არის სივრცე უფრო მცირერიცხოვანი შეკრებისთვის, სადაც კერძო მოლაპარაკებისა თუ სხვა ტიპის შეხვედრის ორგანიზება შეგიძლიათ, 15 პერსონისთვის.
სასტუმრო
Gulf Aquamarine Hotel 215 სასტუმრო ოთახს მოიცავს. თითოეული მათგანი აპარტამენტის სტილში არის მოწყობილი, ელეგანტური თანამედროვე ინტერიერით, რაც დასვენებისთვის უმნიშვნელოვანესია. სასტუმრო ოთახები ზღვას გადაჰყურებს. ისინი დამსვენებლის მაქსიმალური კომფორტით დააპროექტეს. თითოეული მათგანი აღჭურვილია სამზარეულოთი, კომფორტული დასასვენებელი სივრცით, პრემიუმ კლასის აბაზანით. ნომრებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მიეწოდება, ხოლო თუკი საქმისათვის ასეთი გამორჩეული ადგილი გჭირდებათ, თქვენთვის სამუშაო მაგიდაც არის გათვალისწინებული. სასტუმრო ნომრები 6 კატეგორიად იყოფა – Standard Room, Superior, Deluxe, Junior Suite, Suite და Executive Suite. ინტერიერი მშვიდ, პასტელურ ფერებში არის გადაწყვეტილი და დადებით განწყობას უქმნის დამსვენებელს.
უზარმაზარი აკვაპარკი
სასტუმროს მიმდებარედ განთავსებულია Gino Paradise აკვაპარკი, რომელიც თბილისში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილად ითვლება, რომლის სტუმრობაც ბავშვებთან ერთად შეგიძლიათ. აკვაპარკამდე თბილისის ცენტრიდან სპეციალური ტრანსპორტი მიგიყვანთ. Gino Paradise 9 ტიპის აუზს მოიცავს: ეს გახლავთ „ველური მდინარე“, „ტობოგანი“ 4 ტიპის სასრიალოთი, აუზი ზღვის ხელოვნური ტალღებით, ჯაკუზი მარილიანი და სუფთა წყლით, დიდი დასასვენებელი აუზი, აკვაპარკი ბავშვებისთვის, 25-მეტრიანი ოლიმპიური აუზი, პანორამული აუზები თბილისის ზღვის ხედით.
Gino Paradise ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ადგილია დაბადების დღეებისა და წვეულებების ორგანიზებისთვის. აკვაპარკის ტერიტორიაზე 12 საკვები ობიექტია განთავსებული, სადაც უგემრიელესი კერძების გასინჯვას შეძლებთ.

Gulf Aquamarine Hotel-ისა და Gino Paradise-ის სპა და ველნეს ცენტრი
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს Gulf Aquamarine Hotel-ის სპა და ველნეს ცენტრი. სპა სივრცეები მაქსიმალურად არის მოწყობილი სრული რელაქსაციისთვის, ხოლო პროცედურები ორგანიზმის გაახალგაზრდავებასა და გამოცოცხლებას ემსახურება.
აქ არის მოწყობილი სპეციალური საუნა Fox Den, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და იმუნური სისტემის გაჯანსაღებისთვისაა განკუთვნილი.
Royal Golden სავარძელი 24-კარატიანი ოქროთია შექმნილი. ის, ოდესღაც, ალექსანდრე მაკედონელს ეკუთვნოდა. ახლა მუდმივად 42° გრადუსზე ინახება და სხეულის ბუნებრივ რეგენერაციას უწყობს ხელს.
ფეხის კონტრასტული მორევები ცივი და ცხელი წყლის კომბინაციაა, რომელიც კანისა და კუნთების გამკვრირებას ემსახურება.
ცივი წყლის გამოქვაბული Ice Hill სხეულს ასტიმულირებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
ტეპიდარიუმი ქვის ცხელი სავარძლებითაა აღჭურვილი და სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.
მცენარეული საუნა სასუნთქი გზების გაწმენდასა და გაჯანსაღებაში შეგიწყობთ ხელს.
ასევე, არის რომაული, ფინური, ინფრაწითელი და მარილიანი ორთქლის საუნები, სხვადასხვა დანიშნულებით – კანის გაჯანსაღებისთვის, სისხლის მიმოქცევისთვის, ხერხემლის პროცედურებისთვის და დეტოქსისთვის.
Gulf Aquamarine Hotel აერთიანებს ყველაფერს, რაც სამუშაო და დასასვენებელი განწყობისთვის გჭირდებათ. თუკი დედაქალაქიდან გაუსვლელად, თიმბილდინგისა და რითრითის დღეებისთვის სასურველ ადგილს ეძებთ, აქ სასურველ გარემოს იპოვით.
[R]











