Gulf Georgia მომხმარებლებს ფასდაკლებისა და დაგროვებით ბარათს სთავაზობს.
კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი კახა კირთაძე ამბობს, რომ Gulf Club-ის მფლობელები ყოველ 1 ლიტრ საწვავზე 3 თეთრიან ფასდაკლებას მიიღებენ.
”გარდა ამისა, ყოველ მომდევნო 500 ლიტრი საწვავის შეძენის შემდეგ მომხმარებელი ახალ საფეხურზე გადადის და ფასდაკლების ოდენობა 6 თეთრამდე იმატებს. ამასთან, Gulf Club-ი მომხმარებელს ქულების დაგროვებასაც სთავაზობს – ყოველ შეძენილ 1 ლიტრ საწვავზე, ბარათზე 1 ქულა ირიცხება, დაგროვილი ქულების დახარჯვა კი შესაძლებელია „გალფ სთორის“ მაღაზიათა ქსელში, ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ ბარათით სარგებლობა? როგორ ხდება მომხმარებელი Gulf Club-ის წევრი?
ბარათის მიღება შეუძლია ყველა მსურველს. შესაბამისად, ყველას აქვს შანსი გაწევრიანდეს Gulf Club-ში. აღნიშნული ბარათის მიღება შესაძლებელია ჩვენს ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე.
რატომ შეიქმნა Gulf Club-ი, რა არის მიზანი?
2013 წლის ბოლოს, როდესაც ბაზარი გამოვიკვლიეთ, ვნახეთ, რომ ჩვენს მომხმარებლებში იყო აღნიშნული პროდუქტის მოთხოვნა. შესაბამისად, დავიწყეთ ”ლოიალურობის ბარათზე” მუშაობა. მაქსიმალურად ვცდილობდით, ეს ბარათი ყოფილიყო გამორჩეული ბაზარზე არსებული სხვა ბარათებისგან და 2014 წლის თებერვალში უკვე შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებელს ახალი პროდუქტი.
კონკურენტ კომპანიებს აქვთ სხვადასხვა სპეციალური შეთავაზებები მომხმარებლებისთვის. რითია თქვენი პროდუქტი გამორჩეული?
“Gulf Club” ბარათის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რომელიც კონკურენტებისგან გამოარჩევს არის ის, რომ ჩვენი მომხმარებელი პირველივე დღიდან იღებს მომენტალურ ფასდაკლებას, რომელიც ეტაპობრივად იზრდება. გარდა ფასდაკლებისა, Gulf Club-ის ყოველ წევრს აღნიშნულ ბარათზე ყოველ შეძენილ ლიტრ საწვავზე ერიცხება ქულების შესაბამისი რაოდენობა.
აღსანიშნავია, რომ ფასდაკლებისა და ქულების დაგროვების გარდა, კომპანია სპეციალურად Gulf Club-ის წევრებს უამრავ სიახლეს შესთავაზებს. გარდა ამისა, განახლდა გალფის რადიოპროექტი. ”გალფ ქლაბ შოუს” ფარგლებში უკვე Gulf Club-ის წევრებს დავუკავშირდებით და სხვადასხვა პრიზებით მადლობას გადავუხდით იმისთვის, რომ მათ აირჩიეს გალფი.
Gulf Club-ის მხარდასაჭერად აქტიური საკომუნიკაციო კამპანია დაიწყეთ, გადაიღეთ ვიდეო-რგოლებიც…
აღნიშნული სარეკლამო ვიდეო-რგოლები JTW Metro-მ გადაიღო. პირველი ვიდეო-რგოლი დეკემბრის ბოლოს გამოჩნდა, რომელიც თიზერ კამპანიის ნაწილი იყო და კლუბის იდეას წარმოადგენდა. Gulf Club-ბარათის პრეზენტაციის შემდეგ უკვე გამოჩნდა ვიდეო-რგოლების ახალი სერია.
აღნიშნული ვიდეო-რგოლების მიზანია გადმოვცეთ ის უპირატესობები და პრივილეგიები, რომლითაც კლუბის თითოეული წევრი ისარგებლებს. სწორედ ამიტომ მთლიანი კამპანია გავაერთიანეთ ერთი სლოგანის ქვეშ: „Gulf Club-ისარგებლეთ პრივილეგიებით“. კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება სხვადასხვა არხებით.