კომპანია „გალფი“ მასშტაბურ კამპანიას იწყებს. Gulf Club-ის წევრების მიერ შეძენილი თითოეული ლიტრი საწვავიდან 3 თეთრი „სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება. თანხა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოხმარდება.
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=LkdbE0_9zE4[/embedyt]
კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, საწვავის შეძენის დროს, გამოიყენოთ Gulf Club-ის ბარათი. მათ კი, ვინც ჯერ კლუბის წევრი არ არის, შეუძლიათ ბარათი „ონლაინ” შეუკვეთონ.
კამპანიის ფარგლებში თანხის დონაციის პროცესისთვის თვალ-ყურის დევნება „ლაივ“ რეჟიმში, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 1 ივნისიდან დღემდე, „სოლიდარობის ფონდმა”, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ (გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, ავსტრიის, იტალიის, საფრანგეთისა და აშშ-ის კლინიკები), სიმსივნით დაავადებული 470 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა.
[R]