in

„გალფის” ინიციატივით, ყველაზე დაბინძურებული ზონის დასუფთავება დაიწყო

9 ივნისს, ნორიოს პოლიგონის მიმდებარედ, გაიმართა კომპანია გალფის CSR პლატფორმის – „მოუარე საქართველოს” პრეზენტაცია, სადაც მენეჯმენტმა ღონისძიებაზე შეაჯამა კომპანიის ეკოლოგიასა და გარემოზე ზრუნვის პოლიტიკა, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და წარადგინეს არტ-ინსტალაცია „პოლიეთილენის ტყე”.

აღნიშნული ტყის მასივი უკიდურესად დაბინძურებული ზონაა. შესაბამისად, შეხვედრაზე დაანონსდა აღნიშნული ტერიტორიის დალაგება და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სრულად გაწმენდა. მასშტაბური დასუფთავების პროექტი განხორციელდება კომპანია გალფისა და მოხალისეების მიერ, ის რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენები კი სრულად გადამუშავდება კომპანია „ტენეს“ მიერ, რომლისგანაც ქართული წარმოების USB სადენები დამზადდება. გარდა ამისა ღონისძიებაზე გაჟღერდა გალფის და კომპანია „სპარკლოს“ ერთობლივი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც გალფის ავტოგასამართ სადგურებზე განთავსდება პოლიეთილენის ნარჩენების შემგროვებელი დამახარისხებელი ავტომატიზებული აპარატები.

„მოუარე საქართველოს“ გალფის ეკოლოგიური-სოციალური პლატფორმაა, რომელიც 2017 წლიდან მოხალისეებთან ერთად გეგმავს და ასუფთავებს საქართველოს ტურისტულად აქტიურ ზონებს.

[R]

„ნოეს წესი“ — უორენ ბაფეტის მეთოდი სირთულეების გადასალახად

TextBuilder მომხმარებლებს კონტენტის ერთი „კლიკით“ შექმნას სთავაზობს