კომპანია „გალფი“, წინასააღდგომოდ, საქველმოქმედო კამპანიას იწყებს. მთელს ქსელში, Gulf Club-ის წევრების მიერ შეძენილი თითოეული ლიტრი საწვავიდან, 3 თეთრი „სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება. თანხა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოხმარდება.
„კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, საწვავის შეძენის დროს, გამოიყენოთ Gulf Club-ის ბარათი. მათ კი, ვინც ჯერ კლუბის წევრი არ არის, შეუძლიათ ბარათი „ონლაინ” შეუკვეთონ“.
კამპანიის ფარგლებში თანხის დონაციის პროცესისთვის თვალ-ყურის დევნება „ლაივ“ რეჟიმში, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
„გარდა ამისა, თითოეული მომხმარებელი საწვავის შეძენის დროს SMS-ის სახით მიიღებს ინფორმაციას, თუ რამდენი ლარი გადაირიცხა კონკრეტულად მისგან და ასევე ნახავს, ჯამურად რა თანხაა შეგროვებული“.

კამპანია „გალფის“ ქსელში 15 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
„აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 1 ივნისიდან დღემდე, „სოლიდარობის ფონდმა”, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ (გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, ავსტრიის, იტალიის, საფრანგეთისა და აშშ-ის კლინიკები), სიმსივნით დაავადებული 500-ზე მეტი ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა“.
[R]