in ,

„გალფ პარკი“ – განახლებული სკვერი მრავალსართულიანი კორპუსის ნაცვლად

ნინო ჯიბლაძე
ნინო ჯიბლაძე

იმ ადგილას, სადაც ცოტა ხნის წინ მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა იგეგმებოდა, დღეს უკვე კეთილმოწყობილი სკვერია გაშენებული. ყაზბეგის ქუჩის N27-ში მდებარე პარკის განახლება ნავთობკომპანია „გალფმა“ აიღო თავის თავზე მას შემდეგ, რაც, მოსახლეობის პროტესტის შედეგად, ამ ადგილას კორპუსის მშენებლობა შეჩერდა. განახლებული პარკისა და სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული სხვა საინტერესო ინიციატივების შესახებ, კომპანია „გალფის“ მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო ჯიბლაძემ ისაუბრა მარკეტერთან.

BOG
BOG

M: როგორ მიიღეთ სკვერის ანახლების გადაწყვეტილება?

გასულ წელს ინვესტორს სურდა ყაზბეგის გამზირის 27 ნომერში მდებარე სკვერის ნაცვლად, რომელიც ათეულობით წლები არსებობდა, აეშენებინა უზარმაზარი კორპუსი. ირგვლივ მცხოვრებმა მოსახლეობამ ეს ფაქტი გააპროტესტა და მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, არ გაეუქმებინა სკვერი და ინვესტორს არ დართო ნება აეშენებინა კორპუსი. ჩვენ, კომპანია „გალფმა“, გავაკეთეთ სკვერის სრულიად ახალი პროექტი და ინიციატივა ავიღეთ მის სრულ რეაბილიტაციაზე.

გალფი

M: როგორ მოეწყო სკვერის ინფრასტრუქტურა?

პროექტი პროფესიონალმა დიზაინერმა და არქიტექტორმა, ნინო ყამბარაშვილმა და ხათუნა მიქაბერიძემ მოამზადეს. ჩვენი ხედვა ერთმანეთს დაემთხვა – გვინდოდა კონცეფცია ყოფილიყო დასავლური სტილის, ასევე სკვერი უნდა ყოფილიყო ყველა თაობის ადამიანისთვის ერთნაირად საინტერესო. მას შემდეგ, რაც დიზაინზე შევთანხმდით, ძალიან სწრაფი ტემპებით დავიწყეთ მრავალფუნქციური სკვერის მოწყობის პროცესი, გავალამაზეთ, დავდგით საჭირო ინვენტარი და მოვაპირკეთეთ. მერია და საკრებულო გამწვანებაში დაგვეხმარა, შემდგომ გავანათეთ და საზეიმოდაც გავხსენით!

M: ადრე თუ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი?

რამდენადაც მე ვიცი, ადრე არ ყოფილა შემთხვევა, მოსახლეობის პროტესტისთვის არათუ ვინმეს დაეჯერებინოს, არამედ იმ ადგილას, სადაც წესით კორპუსი უნდა გაშენებულიყო, სკვერი მოწყობილიყო.

მიხარია, რომ პირადად ჩემი „გალფში“ მოღვაწეობის პერიოდს დაემთხვა ეს პროექტი. როდესაც არ უნდა გავიარო აქ, ყოველთვის გამითბება გული, რადგან მეცოდინება, რომ ჩემი ენერგიის თუნდაც ერთი გრამი ჩავდე მოსახლეობისთვის მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. ასე იფიქრებს ალბათ ყველა ადამიანი, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ კარგ საქმეში. განცდა მაქვს, რომ გავაკეთეთ რაღაც მუდმივი, ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის იმ საზოგადოებას, სადაც უკვე 5 წელიწადზე მეტია ვოპერირებთ.

გალფი

M: სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ რაიმე სხვა პროექტსაც თუ გეგმავსგალფიმომავალში?

რა თქმა უნდა, ვგეგმავთ. ვფიქრობ, ჩვენს მენეჯმენტს აქვს ძალიან კარგი ხედვა სოციალური პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით და არასოდეს ვართ ინერტულები. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში უამრავი საჭიროებაა ისეთი, როგორიც ბევრ სხვა განვითარებულ ქვყანაში არ გვხვდება. ჩვენც ვერგებით აქაურ გარემოს და სწორედაც რომ აქაური ქუდი გვხურავს!

M: რამდენად მნიშვნელოვანია კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობა მსგავსი პროექტების მეტი ინტენსივობით განსახორციელებლად?

სახელმწიფოს ხშირად აქვს ინფორმაცია კონკრეტული საჭიროების შესახებ, მაგრამ ბიუჯეტი არ აძლევს ნებას, ფრთები გაშალოს და ყველაფერი გააკეთოს. ასეთ შემთხვევაში, ძალიან საინტერესო და სასარგებლო პროექტი შეიძლება განუხორციელებელი დარჩეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამის შესახებ არავინ იცოდა. ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, ვგონებ, ძალიან კარგი ურთიერთობის ფორმაა, შენ მითხარი და მე თუ შემეძლება გავაკეთებ, გავუკეთებ ხალხს!

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კომპანია 150 წლის გახდა! – Nestle-ს შთამბეჭდავი ისტორია

ჯაბა შავიშვილი – მარკეტერი, რომელმაც დედაქალაქს ზღვისპირას ცხოვრება ამჯობინა