სულ ცოტა ხნის წინ Gulf-მა ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებისთვის განსაკუთრებული სარგებლის მომტანი ადამიანებისთვის სპეციალური საპენსიო პროგრამა შეიქმნა. ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც თავიანთი ღვაწლით, განსაკუთრებულს ხდიან სხვების ცხოვრებას.
საპენსიო პროგრამის პირველი ბენეფიციარი მალვინა კაკაბაძეა. როგორც გალფის მარკეტინგის დირექტორი ნინჩო ჯიბლაძე ამბობს, კამპანიის შექმნის ინსპირაცია სწორედ ამ ადამიანის ისტორიის მოსმენის შემდეგ წამოვიდა. მალვინას ყოველდღიური საქმიანობა 12 ოჯახის მოკითხვა და მოვლა-პატრონობაა – თავისი პენსიით. საკვირველია, მიზერული პენსიით ეს ადამიანი როგორ ახერხებს, სხვების დახმარებას და, ამავდროულად, საკუთარი თავის შენახვას, თუმცა, ფაქტია, გამოსდის.
გაგვიჩნდა სურვილი, ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ამგვარი სარგებლის მომტანები არიან საზოგადოებისთვის, ხელი შეგვეწყო, რომ უკეთეს პირობებში იარსებონ. შესაბამისად, მალვინას და სხვა ბენეფიციარებს დავუნიშნეთ ყოველთვიური პენსია – 500 ლარი. ამავდროულად, გადავწყვიტეთ, ეს ადამიანები საზოგადოებისთვისაც გაგვეცნო. დავიწყეთ მათზე ვიდეოების გადაღება, რაშიც Movement-ი გვეხმარება.
https://www.facebook.com/gulfge/videos/500886790516493/UzpfSTEzNDM2OTA2MDM6MTAyMjA4OTg3OTk0MDM0Mzk/
შემდეგი ბენეფიციარი კი ლამარა აბჟანდაძეა, რომელიც 89 წლის ბლოგერია. მას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს..
https://www.facebook.com/gulfge/videos/813727069075082/
დანარჩენი ბენეფიციარების ისტორიებს კი ეტაპობრივად შემოგთავაზებთ Gulf-ი.