ნავთობკომპანია „გალფის“ გადაწყვეტილებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20 ავტოგასამართ სადგურზე, მიუსაფარი ძაღლებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო – სახლები, რომლებიც სპეციალური მასალით დამზადდა, რათა ზამთრის პირობებისთვის თავსებადი ყოფილიყო. გარდა ამისა, კომპანია მიუსაფარ ძაღლებს სპეციალური საკვებით, აცრებითა და სრული ვეტერინარული მომსახურებით უზრუნველყოფს.
ნინჩო ჯიბლაძე, ნავთობკომპანია „გალფის“ ვიცეპრეზიდენტი: დღეს, ჩვენს ქვეყანაში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა საკმაოდ აქტუალურია. ვფიქრობთ, მათზე ზრუნვა ჩვენი საზოგადოების ვალია. გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე ავტოსადგურზე მიუსაფარი ძაღლები მოგვეჩვივნენ, რომლებზე ზრუნვაც ჩვენმა ჩამსხმელმა ოპერატორებმა საკუთარი ნებითა და სახსრებით დაიწყეს, გადავწყვიტეთ, როგორც კომპანია, აქტიურად ჩავრთულიყავით ამ მიმართულებით და საკითხზე უფრო კომპლექსურად გვეზრუნა.
როგორც ნინჩო მარკეტერთან საუბრისას აღნიშნავს, კომპანიის ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, სხვებისთვის კარგი მაგალითი აღმოჩნდეს: „ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ ცხოველების ფასი, უნდა გვიყვარდეს ისინი და ვუნაწილებდეთ მათ სითბოსა და საკვებს. ასე ჩვენც უკეთესები ვხდებით და შესაბამისად, გარემოც“.
შერჩეულ ავტოგასამართ სადგურებზე, სადაც ტერიტორია დიდია, თავისუფლად შეიძლება ძაღლის სახლების განთავსება. ზოგ ავტოგასამართ სადგურზე 2 ან მეტი ძაღლია, შესაბამისად, ამდენივე სახლი განთავსდება სადგურის ტერიტორიაზე.