in

Gulf სფოთლაით 2022-ის მხარდამჭერია!

დღე, რომელსაც დიდხანს ველოდით, ახლოვდება. Spotlight დიდ სცენას სადღესასწაულო განწყობით უბრუნდება! 27 ნოემბერს, 700 სტუმარი თბილისში, პულმან აქსის თაუერსში შეიკრიბება და მარკეტინგის თავგადასავალში გადაეშვება. მთელი დღის მანძილზე იქნება მასტერკლასები, ვორქშოფები, ტრენინგები… მსმენელების წინაშე 30 სპიკერი წარდგება და საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს. წლევანდელი Spotlight-ის მთავარი გზავნილია „ცდა“, რითაც ღონისძიება ყოველთვის ახლის ცდისკენ მოგვიწოდებს. Spotlight 2022-ის მეგობრებს შორისაა Gulf. ღონისძიების მხარდაჭერის შესახებ, Gulf-ის მარკეტინგის მენეჯერი კახა კირთაძე გვესაუბრა.

M: რა მნიშვნელობა აქვს სფოთლაითს ქართული მარკეტინგის სამყაროში?

წლევანდელ სფოთლაითს ალბათ მარველისებრი სათაურიც კი მოუხდებოდა – Spotlight: A big comeback სფოთლაითს ყველა ელოდებოდა. ყველასთვის საყვარელი მარკეტინგული ღონისძიება დიდი ხნის პაუზის მერე ბრუნდება და სფეროში დაგროვილი ახალი გამოცდილებისა და გამოწვევების ურთიერთგაზიარების მოლოდინი აქვს ყველას. სფოთლაითი ის პლატფორმა სადაც დამწყებებიც და გამოცდილებიც ერნაირად ვუზიარებთ ერთმანეთს პატარა თუ დიდ გამარჯვებებს, ვეხმარებით ერთმანეთს ახალი კონტაქტების დამყარებაში, ახალი ინსპირაციების და გამოცდილებების მიღებაში.

M: რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?

გალფი ადრეც გულწრფელად გულშემატკივრობდა სფოთლაითს, მხარს უჭერდა და ახლაც მოხარულია ჩაერთოს ღონისძიებაში, რითაც კიდევ ერთხელ წვლილს შეიტანს სფეროს განვითარებაში. სფოთლაითი კარგად ორგანიზებული მარკეტინგული მოვლენაა, აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებისთვის, და ზოგადად, ქართული ბიზნესის ზეიმია სადაც მნიშვნელოვანია მისი შთამაგონებელი მამოტივირებელი ეფექტი ბევრისთვის, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსპირაციაა, რომელიც ადამიანებს განვითარებაში ეხმარება, გალფი კი ყოველთვის ზრუნავს და ხელს უწყობს ადამიანების განვითარებას.

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი.
პარტნიორი: eTeam.
მხარდამჭერები: TON, Alliance Group, m², ბორჯომი, WOLT, თეთრი კვადრატი, Gulf, GPC, Maxtherm, Skoda, Kenari, Adwise, EKIMO, ლურჯი ოკეანე, ალდაგი, AccountAnts.

Gotcha — სტარტაპი, რომელმაც მიკროემოციების ამომცნობი ტექნოლოგია შექმნა

აშშ-ის საფოსტო სამსახური „სანტას წერილებს უგზავნის“ — საშობაო კამპანია