in

როგორ აფასებს „გალფი“ სფოთლაითთან მრავალწლიან მეგობრობას

სფოთლაითის საიუბილეო, მე-10 ღონისძიება 23-24 დეკემბერს ჩატარდება და ამჯერად, განსხვავებულ ფორმატში, ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს სტუმრებს. სფოთლაითის ისტორია 2013 წლიდან იწყება და მას შემდეგ, წლის მთავარ მარკეტინგულ დღესასწაულად იქცა. ესაა ადგილი, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. სფოთლაითთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს „გალფს“. ღონისძიების მხარდაჭერასა და მნიშვნელობაზე მარკეტინგის მენეჯერი კახა კირთაძე გვესაუბრა.

M: როგორც მრავალი წლის მხარდამჭერი, როგორ ხედავთ საერთო ღირებულებებს Spotlight-თან?

ვფიქრობ, Spotlight წლის ყველაზე გამორჩეული ღონისძიებაა საქართველოში. გალფი უკვე მე-5 წელია ღონისძიების მხარდამჭერია. ვფიქრობ, საერთო ღირებულებები ნამდვილად გვაერთიანებს. ორივე უპირობო ლიდერია თავის საქმეში და მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. აღსანიშნავია, ასევე, სიახლეებისკენ სწრაფვა, გუნდური სულისკვეთება… პროექტი წლიდან წლამდე იზრდება და ასეა გუნდიც, რომელიც ამაზე მუშაობს… ყოველი Spotlight-ის შემდეგ კი, უკვე ყველა ელოდება გუნდურ ფოტოს, დაღლილი და კმაყოფილი სახეებით რომ დგანან.

M: მოგეხსენებათ, ღონისძიების წლევანდელი თემაა „მემკვიდრეობა“. თქვენი შეფასებით, როგორია Spotlight-ის „მემკვიდრეობა“?

გამიჭირდება სფოთლაითის მემკვიდრობაზე საუბარი, რადგან სფოთლაითამდე იყო სიცარიელე, უწონადობა, ვაკუუმი – შემდეგ გამოჩნდა მაღალგრავიტაციული მიზიდულობის ცენტრი, რომლის გარშემოც გაგვაერთიანა მარკეტერები, სტარტაპერები, ბიზნესის წარმომადგენლები და ეს კომუნა წლიდან წლამდე იზრდება, ფართოვდება, ეს არის სფოთლაითის მთავარი ღირებულება – სივრცესა და დროში დატოვებული ისტორიები, ეს არის ამ ღონისძიების მემკვიდრეობა და ალბათ ჩვენც, ვინც ყოველწლიურად ვიკვებებით სფოთლაითით.

M: წლევანდელი ღონისძიების მოლოდინები როგორია?

ორდღიანი ივენთი სიახლეა, სწორედ ესაა იმის განმსაზღვრელი რომ, Spotlight ისეთი მოთხოვნადი ღონისძიებაა, რთულია ერთ დღეში ჩაატიო. გილოცავთ იუბილეს – ყველაფერს სწორად აკეთებთ!

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი

ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

ვერცხლის სპონსორი: McDonald’s, Elit ElectronicsLutecia, Extra.ge

მხარდამჭერები: Delonghi, ლურჯი ოკეანე, Aldagi, It Academy STEP, Aversi, m2, Midea, Gulf, Cryptal, თეთრი კვადრატი, Fitpass, ბორჯომი, ზარაფხანა, მაქსთერმი, Wolt, Kärcher, FlowMaster.online.

არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.

5 პროფესია, რომლებისთვისაც შემოქმედებითი წერის უნარები გადამწყვეტია

გამოიძახე „კარფური“ Wolt-ით და მიიღე განსაკუთრებული პრიზების მოგების შანსი