in

“Gulf Store” – სუპერმარკეტები Gulf–ის ავტოგასამართ სადგურებზე

“Gulf Store”–ის  პოპულარიზაციისთვის შექმნილი ვიდეო რგოლი დიდი ხანი არაა, რაც ეკრანებსა და ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა. ვიდეო რგოლი სარეკლამო კომპანია „JWT მეტრომ“ დაამზადა, რეჟისორი – გიორგი ლიფონავაა.

კომპანია Gulf–ის  მარკეტინგის მენეჯერი კახა კირთაძე ამბობს, რომ ვიდეო რგოლის დეტალური “ბრიფი” კომპანიაში, მარკეტინგის გუნდმა შექმნა, ჩამოაყალიბა საკომუნიკაციო მესიჯები და დასვა კონკრეტული ამოცანები. ამის შემდეგ, ეს ყველაფერი გადავეცით სარეკლამო კომპანიას და მთლიანად მივანდეთ სარეკლამო კონცეფციის მოფიქრება. აღნიშნული ვიდეო რგოლის სცენარის ავტორი სარეკლამო კომპანია “მეტროა”.

რა არის მთავარი სათქმელი და მთავარი საკომუნიკაციო მესიჯები ?

“Gulf Store”  კომპანია   Gulf–ის  ახალი პროექტია,  რომელიც 2012 წელს დავიწყეთ. დღეს პროექტი უკვე იმ ეტაპზეა, რომ საჭიროებს აქტიურ “პრომოუშენს”. სარეკლამო კამპანიის მიზანია გავაცნოთ საზოგადოებას  Gulf–ის  მაღაზიათა ქსელი და დავანახოთ მისი უპირატესობები.

რამდენი მაღაზიაა სულ, რა პრინციპით შეარჩიეთ ადგილები და აპირებთ თუ არა ქსელის გაფართოებას?

დღეისათვის, ქსელში  “Gulf Store” -ის 13 მაღაზიაა, საიდანაც  10 თბილისში მდებარეობს. წლის ბოლომდე 30 მაღაზიის გახსნა იგეგმება. ყველა მაღაზია  Gulf–ის  ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ მდებარეობს და მუშაობს  24  საათი, კვირაში 7 დღე.

სუპერმარკეტები სხვა ბენზინგასამართ სადგურებზეცაა. ზოგიერთი კაფეებსაც სთავაზობს მომხმარებლებს. რითი გაუწევს თქვენი მარკეტები კონკურენციას მათ?

გარემო, ექსკლუზიური პროდუქტები, დამატებითი სერვისები და მუდმივი პრომო აქციები განგვასხვავებს სხვა მაღაზიებისგან. ვცდილობთ, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს მომხმარებლებს, შევთავაზოთ ყველაფერი ერთ სივრცეში და ამის მეშვეობით მივცეთ მომხმარებელს დროის დაზოგვის შესაძლებლობა.

“ჩილიმ–მენიუ” Emirates Airlines–ისაგან

Don’t Advertise, entertain!