in

გულისცემა განსაზღვრავს, როგორ აღვიქვამთ დროს — კვლევა

ზუსტად ახლა, ამ წინადადებების წაკითხვისას თქვენი ტვინი დროის იმ მონაკვეთს აკვირდება, რომელიც უკეთეს რაღაცებზე ფოკუსირების საშუალებას გაძლევთ, თანაც ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცით… ეს ავტომატურად ხდება, თუმცა ამას მუდმივი სახე არ აქვს. ტვინის მიერ დროის აღქმა შეიძლება მერყეობდეს, ზოგიერთი მომენტი შეიძლება ძალიან გაიწელოს და, პირიქით — ტექნიკურად, ეს ყველაფერი თქვენს თავში კი არა, გულში ხდება. ახალი კვლევის თანახმად, სწორედ გულისცემა განსაზღვრავს დროის აღქმის რიტმს.

M2
M2

დრო ჩვენი გამოცდილების საფუძველია. კვლევა აჩვენებს, რომ დროის მომენტალური გამოცდილებები სინქრონიზებულია და გულისცემის სიხშირესთან ერთად იცვლება, — აცხადებს ადამ ანდერსონი, კვლევის წამყვანი ავტორი.

დროის აღქმის მრავალფეროვნება ჩვეულებრივი ამბავია, შესაბამისად, მასთან ადაპტაციაც შესაძლებელია. მათი წარმოშობა სხვა კვლევების საგანიც ყოფილა, რაც გვთავაზობს, რომ აზრებსა და ემოციებს შეუძლია, დროის შეგრძნება შეაფერხოს… ახალი კვლევის თანახმად კი, გულისცემა ზემოქმედებს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ გარე სტიმულებს. ხოლო გული რომ ტვინს დროზე დაკვირვებაში ეხმარება, ამას უკვე დიდი ხანია ფიქრობდნენ და ახლა დაადასტურეს კიდეც. 

კვლევისას მონაწილეებს 80-180 მილიწამამდე ხანგრძლივობის ხმები მოასმენინეს, შემდეგ კი ჰკითხეს, რომელი უფრო გრძელი და რომელი უფრო მოკლე იყო. როგორც აღმოჩნდა, რესპონდენტები იმ ხმებს ასახელებდნენ უფრო გრძლად, რომლებიც უფრო მოკლე გულისცემისას გაიგეს და, პირიქით. 

გულისცემა არის რიტმი, რომელსაც ჩვენი ტვინი იყენებს, რათა მოგვცეს დროის მსვლელობის შეგრძნება და ეს არ არის სწორხაზოვანი, ხშირად იკუმშება და იზრდება, — განმარტავს ანდერსონი. 

მეტიც, ისინი ამბობენ, რომ გული ჩვენს ტვინს შეზღუდული რესურსებით უფრო ეფექტურად მუშაობაში ეხმარება… 

აი, როგორ მუშაობს ლიტერატურული მთარგმნელი

10 სტრატეგია შფოთვასთან გასამკლავებლად