in

კოსმოსში „გულისცემის მქონე“ რადიოაფეთქება აღმოაჩინეს!

კოსმოსში იდუმალი რადიოაფეთქება აღმოაჩინეს, რომელსაც გულისცემის მსგავსი ნიმუში აქვს. ასტრონავტების ვარაუდით, სიგნალი გალაქტიკიდან მოვიდა, რომელიც ჩვენგან დაახლოებით მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული, თუმცა ამ აფეთქების ზუსტი ადგილმდებარეობა და გამომწვევი მიზეზი უცნობია… 

M2
M2

FRB რადიოტალღების ინტენსიური, მილიწამის სიგრძის აფეთქებებია, რომელთაც უცნობი წარმოშობა აქვს. პირველი FRB კი 2007 წელს აღმოაჩინეს და ეს არც იშვიათი შემთხვევა ყოფილა, მას შემდეგ შორეული წერტილებიდან მოსული მრავალი სიგნალი შენიშნეს. თუმცა საკმაოდ სწრაფი და მოულოდნელია, რაც მის კვლევას მნიშვნელოვნად ართულებს. 

ერთადერთი რესურსი, რომლითაც სწრაფ რადიოაფეთქებებს აფიქსირებენ რადიოტელესკოპია, რომელსაც CHIME-ს (Canadian Hydrogen Intensity Mapping Experiment) უწოდებენ და იგი 2018 წლიდან მოქმედებს. 

მსგავსად, ასტრონავტებმა რაღაც ისეთი შენიშნეს, რამაც მათი ყურადღება მიიპყრო — სწრაფი რადიოაფეთქება FRB 20191221A, რომელიც მრავალმხრივ უცნაური იყო და მხოლოდ 3 წამი გრძელდებოდა. ეს მაჩვენებელი ჩვეულებრივ სწრაფ რადიოაფეთქებებს 1000-ჯერ აღემატება. აფეთქება კი სწორედ მაშინ მოხდა, როცა მკვლევარი დანიელ მიჩილი მიღებულ მონაცემებს აკვირდებოდა. კონკრეტული სიგნალი დღემდე ყველაზე გრძელვადიანი და სწრაფი რადიოაფეთქებაცაა. 

იგი უჩვეულო იყო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ 3 წამი გრძელდებოდა, არამედ მას საოცრად ზუსტი პერიოდული მწვერვალები ჰქონდა, რომელიც თითოეულ წამში ბუმ, ბუმ, ბუმ გულისცემის მსგავს ხმებს გამოსცემდა. ეს კი, თავის მხრივ, პირველი შემთხვევაა, როცა სიგნალი პერიოდულია, — განმარტავს მიჩილი. 

ისიც მართალია, რომ CHIME-ის ტელესკოპი საუკეთესოა სწრაფი რადიოტალღების დაფიქსირებაში, თუმცა მას ლოკაციის დადგენა არ შეუძლია. ამბობენ, რომ კონკრეტული რადიოტალღა ამის საშუალებას მაინც არ იძლეოდა, მაგრამ ახლა მკვლევრები დამატებითი ტელესკოპების შექმნისთვის მუშაობენ, რათა მომავალში მსგავსი გულისცემის მქონე რადიოტალღა დააფიქსირონ. 

ზოგიერთი მათგანი ღრუბელში ვნახეთ, რომელიც საკმაოდ ტურბულენტურია, ზოგიც კი თითქოს სუფთა გარემოშია, ამ ახალი სიგნალის თვისებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის გარშემო პლაზმის ღრუბელია, რომელიც ასევე უკიდურესად ტურბულენტური უნდა იყოს, — ამბობს მიჩილი. 

FRB 20191221A-ის გაანალიზებისას, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ სიგნალი ორი სხვადასხვა ტიპის ნეიტრონული ვარსკვლავის ემისიების მსგავსი იყო. ამასთან, იგი რადიოპულსარებსა და მაგნიტარებსაც ჰგავდა…

მკვლევართა ჯგუფი CHIME-ის ტელესკოპს ისევ გამოიყენებს, რათა უფრო მეტი გულისცემის მქონე რადიოსიგნალის დაფიქსირება შეძლოს. 

რადიოაფეთქების გამოვლენა ბადებს კითხვას — რამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ექსტრემალური სიგნალი, როგორიც ჩვენ აქამდე არასდროს გვინახავს და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება სამყაროს შესასწავლად, — აცხადებს მიჩილი. 

რატომ არ არის ბრენდირებული კონტენტი მარკეტინგი?

სამსუნგის Bespoke მაცივარი — შექმნილია შენთვის, შენ მიერ