in ,

მუსიკა, რომელიც პირდაპირ გულიდან მოდის – სპეციალურად Oslo Pride-სთვის

BOG
BOG

მუსიკოსები ყოველ ჯერზე რაღაც ახალსა და განსხვავებულს გვთავაზობენ.  ცოტა ხნის წინ, ერთ–ერთმა მუსიკოსმა ბურღულეულის მარცვლების ხმაურისგან შექმნა არაჩვეულებრივი მუსიკა, ახლა კიდევ, არგენტინელმა მუსიკალურმა პროდიუსერმა ფაკუნდომ, შემოგვთავაზა გულისცემისგან შექმნილი ჰანგები.

BOG
BOG

 

 

ეს უჩვეულო სიახლე, საავიაციო კომპანია Flytoget–ის ინიციატივით, სპეციალურად Oslo Pride–სთვის შეიქმნა.
ფაკუნდომ შეყვარებული წყვილები ერთმანეთის პირისპირ დასვა და გულზე სპეციალური მოწყობილობა მიამაგრა. მათი დავალება მარტივი იყო, ერთმანეთისთვის გული ნებისმიერი გზით უნდა აეჩქარებინათ.
ტკბილი სიტყვა, მოფერება, კოცნა და გულსაც მეტი რა უნდა?! აგუგუნებული გულისცემით არაჩვეულებრივი მუსიკა შეიქმნა.
ეს ნამდვილად ის ჰანგები და მელოდიაა, რომელზეც იტყვიან “პირდაპირ გულიდან მოდისო”.

Audi 1.5 მლნ Facebook გამომწერს მადლობას უგზავნის

მამაცი მეხანძრე, რომელმაც საჯაროდ გამოსვლის შიში გადალახა – Bright House Networks-ის კამპანია