სადაზღვეო კომპანია State Farm Insurance–მა გადაწყვიტა წამოეწყო კამპანია, რომლის საშუალებითაც უბრალოდ გულისტკივილს უშუალოდ მოქმედებად გადააქცევდა. ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანი და თუნდაც ცხოველი საჭიროებს დახმარებას, მზრუნველობას, მოვლას და სითბოს. სამწუხაროდ, მათ ამისთვის არც საშუალება გააჩნიათ და არც შესაძლებლობა, ხშირ შემთხვევებში სახელმწიფოსგან კუთვლნილი ყურადღებაც კი აკლიათ. მიუხედავად ამისა, თითოეული მოქალაქის ადამიანური ვალია იზრუნოს სხვებზე და მხოლოდ სევდიანი სახით არ შემოიფარგლოს, როდესაც ქუჩაში მშიერ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოხუცს დაინახავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სადაზღვევოს ახალი ინიციატივა, ადამიანებს საკუთარი დაზღვევის ხარჯზე შეუძლიათ სხვებსაც გაუკეთონ კეთილი საქმე. ბრენდმა თავისი ახალი ინიციატივისთვის ძალიან ემოციური ვიდეორგოლიც შექმნა, რომელიც გულგრილს ნამდვილად ვერავის დატოვებს.
https://www.youtube.com/watch?v=VuyhmA5YAu8












