in

„გულორდავას საოჯახო მეღვინეობა” – ბრენდის პირველი, კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა

ღვინის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს – თბილისში, გამრეკელის 20-ში გაიხსნა Gulordava Family Winery-ს შოურუმი, რომელიც პოზიციონირდება, როგორც პრემიუმხარისხის ღვინის ბრენდი და მომხმარებელს ისეთ ატმოსფეროს ახვედრებს, სადაც ყოველი დეტალი გათვლილია ღვინის სიყვარულით, რაც არ ნიშნავს უბრალოდ სასმლის დალევას, ეს ცხოვრების სტილია, განსაკუთრებით, ქართველი მომხმარებლისთვის, რადგან საქართველო ოდითგანვე ყურძნის, ქვევრისა და მარნების ქვეყანაა. 

ახალ შოურუმში დაგხვდებათ ბრენდული ღვინის ფართო ასორტიმენტი სხვადასხვა კუთხის ენდემური ჯიშებით. წარმოდგენილია როგორც ქართლის, ისე სამეგრელოს, ლეჩხუმისა და კახეთის უნიკალური ვაზის ჯიშები, მათ შორის: უსახელოური, ცოლიკოური, ოჯალეში, საფერავი, ხიხვი, ალექსანდროული – როგორც კასრში, ისე ქვევრში დაყენებული და სხვა. ასევე, შესაძლებლობა გექნებათ, ადგილზე, მყუდრო გარემოში დააგემოვნოთ ღვინო და აარჩიოთ თქვენთვის ყველაზე მოსაწონი გემო. აღსანიშნავია, რომ კოლექციები ლიმიტირებულია.

ხშირად, როდესაც ღვინოს ვყიდულობთ, არ ვიცნობთ მწარმოებელს, თუმცა გულორდავას მეღვინეობის უპირატესობა ისაა, რომ თავად მწარმოებლის შოურუმში იქნებით, მიიღებთ სრულ ინფორმაციას თითოეული პროდუქტის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტთ, რომელი ღვინოა თქვენთვის ყველაზე მისაღები.

მიუხედავად იმისა, რომ შოურუმი ჯერ ახალი გახსნილია, კომპანიას უკვე დიდი გეგმები აქვს. პერიოდულად, აქ დაიგეგმება ღონისძიებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, თემატურად შეირჩევა. ეს ღონისძიებები გაითვალისწინებს როგორც უბრალო მოყვარულებს, ისე ღვინის პროფესიონალებს, რომლებსაც ეს სფერო და კულტურა აინტერესებთ.

Gulordava Family Winery – თავად სახელწოდებაც გვეუბნება, რომ ეს არის საოჯახო ბიზნესი, რომლის ქარხანაც კახეთში, კერძოდ, ახმეტაში მდებარეობს. პირველი რთველი 2021 წელს შედგა, ხოლო ბრენდი ბაზარზე ოფიციალურად წელს, 2025-ში გამოჩნდა. მისი პროდუქტი გამოირჩევა სისუფთავის სტანდარტების სრული დაცვით, ბუნებრივი დუღილითა და ღვინის მკვეთრად გამოხატული იდენტობით. 

დიდი მონდომებით შეირჩა შოურუმის კონცეფცია და ეტიკეტის დიზაინიც. მინიმალიზმი, თანამედროვე ესთეტიკა და სიმყუდროვე შოურუმის მთავარი ხაზია. ეს ალბათ არაა შემთხვევითი, რადგან ღვინოს სწორედ ასეთი გარემო უხდება. ასეთივე სტილშია გადაწყვეტილი ბოთლის ეტიკეტიც, ტრადიციულისა და თანამედროვეობის ნაზავით, რომელიც ბრენდის მკაფიო ხელწერას უსვამს ხაზს.

ამ ეტაპზე Gulordava Family Winery საქართველოს გარდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია წარმოდგენილი, თუმცა საოჯახო ბიზნესის მიზანია, სრულად მოიცვას ევროპული ბაზარი და ქართული ღვინო ღირსეულად წარადგინოს უცხო ქვეყნებში.

[R]

Instagram Stories-ში უკვე Spotify-ის სიმღერებს მოისმენთ

Where Hope Lives-ის სამაგიდო თამაში ბავშვებთან შშმ პირებზე საუბარს გაგიმარტივებთ