in

ექიმებმა გულის დეფექტს ღეროვანი უჯრედებით უმკურნალეს

ფინლი, გულის დეფექტით დაბადებული ბავშვი გახდა პირველი ადამიანი, რომელსაც ოპერაციის შემდეგ, გულის ქსოვილების აღსადგენად, ღეროვანი უჯრედების ინიექციით უმკურნალეს. ამ ინოვაციური მეთოდის შესრულებაზე ბრისტოლის უნივერსიტეტმა და პროფესორმა მასიმო კაპუტომ იზრუნეს.

M2
M2

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, ანალოგიური პრობლემით მხოლოდ აშშ-ში ბავშვების 1% იბადება. ფინლის კი დაბადებიდან ოთხ დღეში გულის სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს, რათა არტერიები სწორ პოზიციას დაჰბრუნებოდა. სამწუხაროდ, 12-საათიანი პროცედურის შემდეგ გართულებები წარმოიშვა და ფინლის გულის ფუნქციონირება გაუარესდა. ამის გამო, ექიმები იძულებულები გახდნენ, მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაეგრძელებინათ. ხოლო უკვე რამდენიმე დღეში პროფესორმა კაპუტომ ბავშვის მშობლებს ღეროვანი უჯრედების ინიექცია შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ პროფესორი კაპუტო ბრისტოლის უნივერსიტეტში სხვადასხვა ცდასა და ექსპერიმენტს 2003 წლიდან ატარებს. მათ შორისაა ღეროვანი უჯრედების პლასტირი, რომელსაც ოპერაციის პროცესში გულში ჩააკერებენ. „ვცდილობთ, ცოცხალი ქსოვილი შევქმნათ, იქნება ეს სარქველი, სისხლძარღვი თუ ნაკერი, რომელიც ბავშვთან ერთად გაიზრდება და დროთა განმავლობაში არ გაუარესდება. ვფიქრობ, ეს დადებითად იმოქმედებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე“.

ფინლის ღეროვანი უჯრედები და პლასტირი ექსპერიმენტის ფარგლებში არ მიუღია — ამის ნაცვლად, მან ღეროვანი უჯრედების ინიექცია მიიღო, ოპერაციის დროს. „ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის ორი კვირის განმავლობაში ფინლის ორგანიზმში ცვლილებები შევნიშნეთ. არ ვიცით, რას მოგვიტანს მომავალი, მაგრამ ძალიან მადლიერები ვართ, რომ თუნდაც ერთი ბავშვის ცხოვრება შეიცვალა ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის შემდეგ… მას ახლა სიცოცხლის შანსი აქვს, რომელიც სხვაგვარად არ ექნებოდა“.

თბილისიდან ერევანში – „თეგეტამ“ სომხეთის დედაქალაქს MAN-ის ავტობუსები გადასცა

რა შეცვალა პანდემიამ ქართველი HR მენეჯერებისთვის?