გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ბევრ ქვეყანაში ხდება სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი. საკმაოდ ბევრმა რამ შეიძლება იყოს ამ ტიპის დაავადებების გამომწვევი. ამ რისკ-ფაქტორებიდან ნაწილი შეიძლება ვერ გავაკონტროლოთ, თუმცა, საკმაოდ დიდი ნაწილის კონტროლი მაინც შეგვიძლია. ყველაფერ ამის შესახებ ცნობიერების ამაღლებამ შესაძლოა შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი.
რა არის გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის ფაქტორები, რომელთა შეცვლაც არ შეგვიძლია?
ასაკი – მსგავსი დაავადების რისკი იზრდება ასაკთან ერთად. 45 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცები და 55 წელზე უფროსი ასაკის ქალები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
სქესი – ზოგიერთმა რისკ-ფაქტორმა შეიძლება განსხვავებულად იმოქმედოს გულის დაავადების რისკზე ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. მაგალითად, ესტროგენი უზრუნველყოფს ქალების გარკვეულ დაცვას გულის დაავადებებისგან, მაგრამ დიაბეტი უფრო ზრდის გულის დაავადების რისკს ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.
ეთნიკურობა – ზოგიერთ ეთნოსს უფრო მაღალი რისკი აქვს დაემართოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ვიდრე სხვებს. აფროამერიკელებს უფრო მეტად აქვთ გულის დაავადება, ვიდრე თეთრკანიანებს, ხოლო ესპანელ ამერიკელებს თითქმის სულ არ აქვთ. ზოგიერთ აზიურ ჯგუფს, როგორიცაა აღმოსავლეთ აზიელები, აქვთ დაბალი მაჩვენებლები, მაგრამ სამხრეთ აზიელებს უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვთ.
ოჯახის ისტორია – რისკი უფრო მაღალია, თუკი გყავთ ოჯახის ახლო წევრი, რომელსაც ადრეულ ასაკში ჰქონდა ამგვარი დაავადება.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ გულის დაავადების რისკის შესამცირებლად?
საბედნიეროდ, არსებობს ბევრი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ გულის დაავადების განვითარების შანსების შესამცირებლად:
აკონტროლეთ არტერიული წნევა – მაღალი წნევა გულის დაავადების მთავარი რისკ-ფაქტორია. მნიშვნელოვანია თქვენი არტერიული წნევის რეგულარულად შემოწმება – წელიწადში ერთხელ მაინც მოზრდილების უმეტესობისთვის და უფრო ხშირად თუ მაღალი წნევა გაქვთ. მიიღეთ ზომები, მათ შორის ცხოვრების წესის ცვლილებები, რათა თავიდან აიცილოთ ან გააკონტროლოთ მაღალი წნევა.
გააკონტროლეთ თქვენი ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონე – ქოლესტერინის მაღალმა დონემ შეიძლება დაბლოკოს თქვენი არტერიები და გაზარდოს კორონარული არტერიის დაავადების და გულის შეტევის რისკი. ცხოვრების წესის ცვლილებებმა და მედიკამენტებმა (საჭიროების შემთხვევაში) შეიძლება შეამცირონ თქვენი ქოლესტერინი. ტრიგლიცერიდები არის კიდევ ერთი ტიპის ცხიმი სისხლში. ტრიგლიცერიდების მაღალმა დონემ შეიძლება ასევე გაზარდოს კორონარული არტერიის დაავადების რისკი, განსაკუთრებით ქალებში.
შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა – ჭარბმა წონამ ან სიმსუქნემ შეიძლება გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ ისინი დაკავშირებულია სხვა გულის დაავადების რისკ ფაქტორებთან, მათ შორის: სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მაღალი დონე, მაღალი წნევა და დიაბეტი. თქვენი წონის კონტროლს შეუძლია შეამციროს ეს რისკები.
ივარჯიშეთ რეგულარულად – ვარჯიშს ბევრი სარგებელი მოაქვს, მათ შორის: აძლიერებს გულს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ის ასევე დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა, შეამციროთ ქოლესტერინი და არტერიული წნევა.
შეზღუდეთ ალკოჰოლი – ალკოჰოლის გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს არტერიული წნევა. ის ასევე მოქმედებს წონაზეც, ხოლო ორივე მათგანი კი ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
არ მოწიოთ – სიგარეტის მოწევა ამაღლებს არტერიულ წნევას და ზრდის გულის შეტევისა და ინსულტის რისკს.
იკვებეთ ჯანსაღად – შეეცადეთ შეზღუდოთ გაჯერებული ცხიმები, ნატრიუმით მდიდარი საკვები და დამატებული შაქარი. მიირთვით ბევრი ახალი ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული.
მართეთ სტრესი – სტრესი მრავალი თვალსაზრისით უკავშირდება გულის დაავადებებს. მას შეუძლია გაზარდოს თქვენი არტერიული წნევა. უკიდურესი სტრესი შეიძლება იყოს გულის შეტევის „გამომწვევი“. ასევე, სტრესთან გამკლავების ზოგიერთი ჩვეულებრივი გზა, როგორიცაა ჭარბი კვება, ალკოჰოლის დალევა და მოწევა, საზიანოა თქვენი გულისთვის. სტრესის მართვის რამდენიმე გზა მოიცავს: ვარჯიშს, მუსიკის მოსმენას, რაიმე მშვიდზე ფოკუსირებასა და მედიტაციას.
დარწმუნდით, რომ საკმარისად გძინავთ – თუ საკმარისად არ გძინავთ, თქვენ ზრდით მაღალი წნევის, სიმსუქნისა და დიაბეტის რისკს. ამ სამმა ფაქტორმა შეიძლება გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. გაითვალისწინეთ, რომ მოზრდილების უმეტესობას სჭირდება 7-დან 9 საათამდე ძილი ღამით.
როცა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე მიდგება საქმე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ კომპანია “ჰენკას“ მიერ წარმოებული სასმელი კომბუჩა, რომელიც მსგავსი ტიპის დაავადებების პრევენციას ახდენს და არეგულირებს არტერიულ წნევას.
ესაა მოტკბო-მომჟავო სასმელი, რომელიც დამზადებულია ჩაიზე და ის ჯანმრთელობის უამრავ პრობლემას შველის. კომბუჩა არსებობს მრავალი სახეობის – თითქმის ყველა ხილსა და ბოსტნეულზე დამზადებული ვარიანტი, რომელიც არა მხოლოდ წყურვილს კლავს, არამედ ენერგიით გვავსებს და ამავდროულად, სიგრილის შეგრძნებას უზრუნველყოფს.
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე