in

“გუმბათი რეზიდენსი” – საინვესტიციო აპარტამენტები კვარიათში “გუმბათი ჯგუფისგან”

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „გუმბათი ჯგუფი“, კვარიათში, გუმბათი რეზიდენსს აშენებს. კომპლექსი აერთიანებს: 103 სხვადასხვა ზომის აპარტამენტს, 2-სართულიან მიწისქვეშა პარკინგს, სარეკრეაციო და გასართობ ზონებს.

„კვარიათი ბათუმიდან 15 კილომეტრში, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. სანაპიროს ულამაზესი ხედები, სიმყუდროვე, ევკალიპტის ტყეები, კრისტალურად სუფთა და მშვიდი ზღვა – ეს ყველაფერი მას აჭარის რეგიონის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად აქცევს. სანაპიროზე განლაგებულ კაფე-რესტორნებსა და ბარებში ქართული თუ ევროპული სამზარეულოს კერძების დაგემოვნებას შეძლებთ. და თუ, ატმოსფეროს შესაცვლელად, ენერგიული გართობას გადაწყვეტთ, კვარიათიდან 20 წუთის სავალზე შეუერთდით ბათუმის მხიარულებას. სწორედ ასეთ გამორჩეულ ადგილზე შენდება ჩვენი ახალი კომპლექსი გუმბათი რეზიდენსი, ულამაზესი ხედებით ზღვაზე“.

გუმბათი რეზიდენსს ფრენბურთის მოედანი და 2000 მ2 გამწვანებული ბაღი აქვს. აქვეა ბუნგალო, სატრენაჟორო დარბაზი, სპა და ღია აუზი. ლაუნჯი პანორამული ხედებით და დახურული რესტორანი ტერასით. კომპლექსში არის სივრცე ღია კინო-თეატრისთვის და სამორინე.

„აპარტამენტები ბარდება სრული რემონტით, ავეჯით და ტექნიკით. კომპლექსი გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს: აპარტამენტის გაქირავება, დაცვა, ადმინისტრაცია, კონსიერჟი, დალაგება-დასუფთავება, სამრეცხაო, ქიმწმენდა, სკუტერითა და ავტომობილით მომსახურება“.

“გუმბათი ჯგუფი”, როგორც სამშენებლო და დეველოპერული კომპანია 1998 წელს დაარსდა. „გუმბათი ჯგუფმა“, დღემდე, ექსპლუატაციაში შეიყვანა 10 სამშენებლო პროექტი, ბათუმსა და თბილისში, რაც ჯამში, 500,000 მ² საყოფაცხოვრებო და კომერციული ფართია. კომპანია მომხმარებელს 0%-იან შიდა განვადებას სთავაზობს.

გუმბათი ჯგუფი – ეს არის სტაბილურად მზარდი გუნდი, რომელიც ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებსა და ლიდერის სტატუსს ბაზარზე. ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელმაც ბათუმში მასშტაბური მშენებლობები დაიწყო. კომერციული და საცხოვრებელი ფართების გარდა, ავაშენეთ 2 ოლიმპიური სტანდარტის სტადიონი. „გუმბათი ჯგუფს“ მიღებული აქვს IV კლასის მშენებლობის ნებართვა და ISO სერტიფიკატი (9001-2015) ხარისხის მენეჯმენტის მიმართულებით. მომხმარებელს ვთავაზობთ მაღალი კლასის აპარტამენტებს, როგორც დასრულებულ, ისე მშენებარე ობიექტებში, აპარტამენტების შემდგომი მართვის მიზნით“.  

 

[R]

ხარისხი გარანტირებულია: კარფური „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა

საფრანგეთის არმიამ რობოძაღლი Spot სამხედრო სიმულაციების დროს გამოსცადა