in

ცხოვრება გამორჩეულია – ვაკე რეზიდენსი

ცხოვრება გამორჩეულია – როცა იცი რა გსურს, იცი როგორ მიაღწიო მიზანს და იქამდე მისასვლელად თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამ. სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჰოლდინგი“,  საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში ახლებურად წარმოაჩენს თანამედროვე ცხოვრების სტანდარტს. „ცხოვრება გამორჩეულია –  ეს მესიჯი ზუსტად ასახავს ჩვენს ხედვას, შევქმნათ უნიკალური საცხოვრებელი სივრცეები, მათთვის, ვისთვისაც ხარისხი და კომფორტი მნიშვნელოვანია“.

კამპანიაზე კრეატიულმა სააგენტომ Brandit იმუშავა

„კამპანია სამი განსხვავებული პესპექტივით აჩვენებს ცხოვრების გამორჩეულობას, რომელსაც ნება, გონება ან გრძნობა აძლევს ბიძგს.  ვიდეო რგოლები, ამ მამოტივირებელ ფაქტორებზე აქცენტირებით, განსხვავებული ცხოვრების სტილსა და მისწრაფებებს ერთ სივრცეში – ვაკე რეზიდენსში აერთიანებს.“

რა ხდის ცხოვრებას გამორჩეულს?

ნება – სურვილი და ძალისხმევა, რომ მივაღწიოთ და შევქმნათ. ეს კომპონენტი ჩვენს კამპანიებში წარმოდგენილია, როგორც მთავარი ელემენტი, რომელიც შთააგონებს მაცხოვრებლებს, აიღონ ინიციატივა და გადადგან ახალი ნაბიჯები

გონება – ინტელექტუალური ზრდა და რაციონალური აზროვნება. ვაკე რეზიდენსი უზრუნველყოფს სივრცეს გააზრებული ცხოვრებისათვის, სადაც დიზაინი და ფუნქციონალი ერთმანეთს ერწყმის, რათა შექმნას კრეატიულობის და პრაქტიკულობის ჰარმონია.

გრძნობა – გულწრფელი მომენტები, რომლებიც ცხოვრებას უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

ჩვენი სივრცეები შექმნილია იმისთვის, რომ გააღვივოს ემოციები, უზრუნველყოს კომფორტი, სიხარული და კავშირი სოციუმთან.

„გუმბათი ჰოლდინგის“ ხედვა

„გუმბათი ჰოლდინგი“ უძრავი ქონების ბაზრის ლიდერია, გამორჩეული მაღალი ხარისხის, ეკომეგობრული და ინოვაციური საცხოვრებელი გადაწყვეტილებებით. მრავალწლიანი გამოცდილებით, „გუმბათი ჰოლდინგმა“ შექმნა ახალი სტანდარტები როგორც საცხოვრებელ, ისე მრავალფუნქციურ კომპლექსებში, ესთეტიკისა და მდგრადობის შერწყმით.

ვაკე რეზიდენსი სთავაზობს თანამედროვე ურბანული ცხოვრების და ბუნებრივი სიმშვიდის სრულყოფილ ბალანსს სთავაზობს მაცხოვრებლებს. დახვეწილი დიზაინის მქონე სივრცეებით, მოწინავე არქიტექტურით და ყოველი დეტალისადმი ყურადღებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ცხოვრება აქ ნამდვილად გამორჩეული იყოს.

გიწვევთ, რომ გამოცადოთ ცხოვრება ისე, როგორც ის უნდა იყოს – უნიკალური, შთამაგონებელი და გამორჩეული. გუმბათი ჰოლდინგი აგრძელებს ისეთი სივრცეების შექმნას, სადაც ყოველი დეტალი სიყვარულით არის შექმნილი და ყოველი მომენტი განსაკუთრებულია.

[პარტნიორის კონტენტი]

MIT-ის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სამდონიანი სწავლების სასერტიფიკატო პროგრამა SEU-ში

„ჯილი საქართველო“ ახალი მოდელების წარსადგენად ემზადება – კომპანიის შედეგები და გეგმები