ამბობენ, რომ კარგი რაღაცების უმეტესობა ჯგუფური მუშაობის შედეგად მიიღება, თუმცა ეს არც ისეთი მარტივი ამბავია… ხშირად ადამიანებს უსამართლობის განცდა უჩნდებათ, რაც 3 მიზეზის გამო იჩენს ხოლმე თავს — გუნდში როლები მკაფიოდ არაა გადანაწილებული, სწუხართ, რომ სხვა სათანადოდ არ იხარჯება და ამის გამო პროექტს კარგად ვერ ჩააბარებთ, დაბოლოს, ფიქრობთ, რომ თქვენი ინდივიდუალური წვლილი შეუმჩნეველი დარჩება… ალბათ, გუნდში მუშაობისას ერთხელ მაინც გიფიქრიათ რომელიმეზე, ამიტომ, გეტყვით, რა შეგიძლიათ მოუხერხოთ თითოეულს:
როლები არ არის მკაფიოდ გადანაწილებული
გუნდური დავალებების დროს ხშირად ადამიანებს მკაფიო როლურ დავალებების გადანაწილებაში არ ვეხმარებით, არადა, როცა ამის გამოცდილება არ აქვთ, ეს ძალიან საჭიროა. ზუსტად ისე უნდა მისცეთ მითითებები, როგორც სკოლის მოსწავლეს, ხოლო დროთა განმავლობაში ისინი თამაშში თავიანთ როლებს გაიაზრებენ. ეს პროცესი იმის გაზიარებით იწყება, თუ რის მიღწევას ცდილობთ და იმ უნარების განვითარებით გრძელდება, რომლებიც თქვენი ძალისხმევის სხვებთან კოორდინირებაში გეხმარებათ.
ამგვარად, გუნდს ვიღაც უნდა წარუძღვეს, რათა პროექტს სტრატეგიული მიმართულება მისცეს. ამ როლების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავისით მოხდეს. არც პრობლემების წამოჭრას უნდა ელოდოთ, არამედ ისაუბროთ გუნდის წევრებთან და მათი ალბათობაც თქვენი მუშაობით მინიმუმამდე დაიყვანოთ. შესაბამისად, აუცილებელია, გადაწყვეტილების მიღების პროცესი განავითაროთ, რომლებიც რთული საკითხების გადაჭრას მოიცავს. გუნდში ყველამ უნდა იცოდეს, რაზეა პასუხისმგებელი და რა ვადები აქვთ ამისთვის.
შფოთვა პროექტის დასრულებაზე
ჯგუფთან ერთად მუშაობა იმას ნიშნავს, რომ საქმის გარკვეული ნაწილი თქვენ კონტროლს მიღმაა. რაც უფრო პასუხისმგებლიანი ხართ, მით უფრო სავარაუდოა, რომ წუხდეთ, პროექტი ისე ვერ დამთავრდება, როგორც გსურდათ… ამ მიდგომამ, შესაძლოა, სხვა ადამიანების საქმეებში ჩარევისკენ გიბიძგოთ ან იმ სამუშაოს მიკრომართვაში, რომელზეც სხვები არიან პასუხისმგებელნი. აქ კი გეტყვით, რომ ნებისმიერ გუნდურ აქტივობაში საჭიროა პროექტების მენეჯერი, ეს უფრო გრძელვადიან პროექტებში კი გვხვდება, მაგრამ ეცადეთ, პატარა ჯგუფურ აქტივობებშიც გამონახოთ ისეთი ვინმე, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას პროექტის დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში ჩაბარებაზე.
წუხილი ინდივიდუალურ წვლილზე
ჯგუფის წევრებს ხშირად აქვთ განცდა, რომ მათი ინდივიდუალური წვლილი შეუმჩნეველი დარჩება. მართალია, მსგავს რაღაცებს სკოლამ მიგვაჩვია, მაგრამ დროთა განმავლობაში უნდა დავისწავლოთ, რომ ინდივიდუალური წვლილი, ორგანიზაციის მისიის წარმატებასთან შედარებით, ნაკლებად მნიშვნელოვანია… თუმცა ადამიანების უმეტესობას ინდივიდუალური კარიერული მიზნები აქვთ და აქ უნდა გვესმოდეს, რატომ სურთ მათ აღიარება შესრულებული ჯგუფური საქმიანობისთვის.
ამისთვის კი მნიშვნელოვანია, პროექტის სპონსორს გაესაუბროთ, დაარწმუნეთ, რომ გუნდის წევრების მიერ შესრულებული სამუშაო შეუმჩნეველი არ დარჩება… კარგმა მენეჯერებმა იციან, რომ გრძელვადიანი წარმატებისთვის გუნდის წევრების მოტივაციაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. ამ საკითხს კი ინდივიდების გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ბევრად მარტივია, ჩაერთო ჯგუფურ პროექტში, როცა იცი, რომ შენი შრომა დაფასდება.