in

გუნდური მუშაობა ტვინის აქტივობას ცვლის — კვლევა

იცოდით, რომ რაღაც უცნაური და კიდევ უფრო მშვენიერი ხდება, როცა ორი ადამიანი ერთ დავალებაზე ერთობლივად მუშაობს? ახალი კვლევის თანახმად, ამ დროს ტვინის მთავარი რეგიონები ერთდროულად იწყებს მუშაობას — როცა ერთად ვმუშაობთ, ჩვენი ნერვული აქტივობები ერთმანეთს ემთხვევა.

M2
M2

კონკრეტულად კი, 39 მოხალისეს სთხოვეს, ვირტუალური ოთახის ინტერიერის დიზაინი შეექმნათ, რა დროსაც მათი ტვინის აქტივობას ფუნქციური ახლო ინფრაწითელი სპექტროსკოპიის ტექნიკით აკვირდებოდნენ. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, მეცნიერები მონაწილეების თვალით კონტაქტს შეისწავლიდნენ. მკვლევრებმა მიღებული პასუხების გასაანალიზებლად სპეციალური დამუშავებისა და მოდელირების ტექნიკებიც განავითარეს, რომელთაც შეეძლო სოციალური ინტერაქციების შემჩნევა და მათი დაკავშირება კონკრეტულ მომენტებსა თუ ტვინის აქტიურ რეგიონებთან. 

როცა მონაწილეები ერთი დავალების შესასრულებლად თანამშრომლობდნენ, ნეირონები მათ ტვინში ერთნაირად აქტიურდებოდა — ისე, თითქოს, ერთი სისტემის ნაწილი ყოფილიყო, რომელსაც პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრა ევალებოდა, — ამბობს იასუიო მინაგავა, ფსიქოლოგი.

საინტერესოა ისიც, რომ კვლევისას მონაწილეებს სთხოვეს, კონკრეტული ამოცანა, როგორც ცალკე, ისე წყვილებში დაესრულებინათ, რამაც მათ საშუალება მისცა, დაჰკვირვებოდნენ როგორც მხოლოდ ერთი ტვინის აქტივობას ტვინის სინქრონიზაციის, იგივე WBS-ს საშუალებით, ისე ტვინის ჯგუფურ აქტივობას (BBS).

ერთობლივმა მუშაობამ შედეგად ტვინის გარკვეულ რეგიონებში BBS-ს გაძლიერება მოგვცა, თუმცა WBS-ს ასეთი ძლიერი შედეგები არ ჰქონია. მეტიც, როგორც აღმოჩნდა, BBS მეტად ძლიერი ხდებოდა, როცა ინდივიდები ერთმანეთს უყურებდნენ, რაც, თავის მხრივ, სოციალური ინტერაქციის მნიშვნელოვან როლზე მიგვითითებს. მეორე მხრივ კი, როცა მოხალისეები მარტო მუშაობდნენ, WBS ზოგიერთ რეგიონში უფრო ძლიერი იყო.

ეს შედეგები უმეტესად თვალის კონტაქტზე დაკვირვებით მიიღეს, სამომავლო კვლევებით კი უფრო კომპლექსურ სოციალურ ინტერაქციებზე გეგმავენ ყურადღების გამახვილებას. მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ, რომ ტვინების გარკვეული სინქრონიზაცია მაშინაც ხდება, როცა ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან…

სამომავლო კვლევებში ჩვენი მეთოდი შეგვიძლია უფრო დეტალურ სოციალურ ქმედებებზე გამოვცადოთ, იქნება ეს სახის გამომეტყველება თუ ვერბალური კომუნიკაცია. ამ ანალიტიკურ მეთოდს შეუძლია, ბევრი რამ გვითხრას ინტერაქციულ სოციალურ ნეირომეცნიერებაზე, — აცხადებს მინაგავა.

რა ხდება, როდესაც მხატვარი მხედველობას კარგავს

მოტეხილი კბილის მოსაძებნად iPhone უნდა წაიღოთ — ახალი სახალისო კამპანია