25
Oct
2018

„გურიის ჩაის გზა” – ახალი ტურისტული პროექტი ოზურგეთში

25 Oct 2018

მალე, ახალი ტურისტული პროექტი „გურიის ჩაის გზა” დაიწყება, რომლის მთავარი მიზანი რეგიონში აგროტურიზმის განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

პროექტის ინიციატორია ოზურგეთის მერია. მათი თქმით, მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარება.

„ადგილობრივი ჩაის მწარმოებლებისთვის დიდი პრობლემაა მაღალი კონკურენცია და შეზღუდული წარმოება. ვფიქრობთ, პროექტი საინტერესო იქნება ტურისტებისთვისაც – გაეცნობიან პროდუქტის წარმოებას და დააგემოვნებენ ნატურალურ ჩაის“.

როგორც ოზურგეთის მერიაში ამბობენ, დეტალებზე უკვე მუშაობენ და როდიდან, რის ნახვას შეძლებენ ვიზიტორები „გურიის ჩაის გზის” ფარგლებში, დაახლოებით, ერთ თვეში გახდება ცნობილი.

საქართველოს გიდების ასოციაციისა და გიდების სკოლის დამფუძნებელი ქეთი მელაძე თვლის, რომ „გურიის ჩაის გზა” კარგი ინიციატივაა.

„ძალიან საინტერესო თემაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნამდვილად გურიას სჭირდება პიარი. გარდა ამისა, ახალი ტურისტული ობიექტი, თავისთავად საინტერესოა ტურისტული სააგენტოებისთვის.”

განხილვა