in ,

„გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ – საკოლექციო ჩაი 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

ხელოვნების სასახლესა და ჩაის ქართული ბრენდის, „გურიელის“ ერთობლივი პროექტი – „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ ჩაის საკოლექციო გამოშვების ქართული და ინგლისური ვერსიები შეიქმნა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის, კულტურული მემკვიდრეობისა და ჩაის საექსპორტო პოტენციალის წარმოსადგენად. უშუალოდ, წიგნის ფესტივალის დაწყებისათვის კი, მათ დაემატება გერმანული ვერსია, რომლის გაფორმებაზეც მუშაობა, ამჟამად, მიმდინარეობს.

BOG
BOG

მიხეილ ჭკუასელი, „გეოპლანტის“ გენერალურ დირექტორი: გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან არის საუკეთესო ნიმუში, როგორ შეიძლება, ერთობლივად, იყოს წარმოჩინებული, კულტურული მემკვიდრეობა და ის შესაძლებლობა, ის დიდი ბიზნესპოტენციალი, ის მაღალი საწარმოო კულტურა, რომელიც შეიძლება, რომ ქართულ წარმოებას ჰქონდეს“.

ქართული ვერსიის თითოეული სახეობის ჩაის შეფუთვა შექმნილია ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით, როგორებიც არიან: პეტრე ოცხელი, ფიროსმანი, მიხაი ზიჩი, გიორგი ერისთავი, მიხეილ ჩიქოვანი, გრიგორი გაგარინი, ბორის იოჰანსენი. ერთ-ერთი სახეობა გაფორმდა ცნობილი კინორეჟისორის, მიხეილ ჭიაურელის მიერ დახატული შოთა რუსთაველით. ასევე, შეფუთვაზე გამოყენებულია ჯვრის მონასტრის ცნობილი ფრესკა, რომელიც ხელოვნების სასახლის დირექტორის, გიორგი კალანდიას მიერ არის გადაღებული.

რაც შეეხება ინგლისურ ვერსიას, ის მთლიანად გაფორმდა მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისათვის“ შექმნილი ილუსტრაციების ცნობილი რეპროდუქციებით.საკოლექციო გამოშვება „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ მოიცავს ჩაის ცხრა სახეობას, მათ შორის, კარგად ნაცნობ ტრადიციულ შავ და ტრადიციულ მწვანე ჩაის, ერლ გრეის, აყვავებულ ჟასმინს, ალპურ კენკრასა და ველურ პიტნას და ასევე, სამ ახალ სახეობას: მინდვრის გვირილა, თოვლის ვარდი და მესხური ჭინჭარი.

მიხეილ ჭკუასელი:
„საკოლექციო გამოშვების – გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ რეალიზება მოხდება ქართულ ქსელებში: „აგროჰაბი“, ხელოვნების სასახლე, „მხოლოდ ქართული“. გარდა ამისა, ქართული, ინგლისური და გერმანული ვერსიები გერმანიაშიც გაიყიდება“. ხელოვნების სასახლესა და ჩაის ქართული ბრენდის „გურიელის“ მიერ, მსგავსი სახის პროექტი პირველად ხორციელდება და საყურადღებოა, რომ ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და ქართული წარმოების საექსპორტო პოტენციალის მხარდაჭერასთან ერთად, პროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ხელოვნების სასახლის, როგორც სახელმწიფო კულტურული ინსტიტუტის დახმარება. ამიტომაც, საკოლექციო გამოშვების „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ ჩაის სახეობების რეალიზაციიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი ხელოვნების სასახლეს ქველმოქმედების სახით ჩაერიცხება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 15 ოქტომბერს, საქართველოს საფრანგეთისგან ოფიციალურად გადაეცა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი. საქართველო ამ დღისთვის 2014 წლიდან ემზადებოდა, მას მერე, რაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

თბილისში იტალიური უნივერსიტეტის, Universita Cattolica del Sacro Cuore-ის პრეზენტაცია გაიმართება

19th KIAF announces Media / Branded Content & Visual Storytelling jury team