in

ახალი სეზონი ახალი პროდუქტით – დახლებზე გურიელის „სააღდგომო ჩაი“ გამოჩნდა

ქართული ჩაის ბრენდი გურიელი“ გაზაფხულის სეზონს ექსკლუზიური, ლიმიტირებული პროდუქტის – სააღდგომო ჩაისწარდგენით იწყებს. უნიკალური რეცეპტურის პროდუქტი წელს პირველად გამოჩნდა დახლებზე

სააღდგომო ჩაიწარმოადგენს საგანგებოდ შერჩეული, პრემიუმ ხაზის გრეხილი მსხვილი შავი ჩაის ბაზაზე შექმნილ კუპაჟს, რომელიც აღდგომის დღესასწაულის მთავარი კულინარული ატრიბუტის – პასკის არომატული პროფილით არის შთაგონებული. პროდუქტის მთავარი მახასიათებელი სწორედ მისი ავთენტური გემოვნური თვისებებია.

გურიის მზიან პლანტაციებში მოკრეფილი შავი ჩაი, სააღდგომო პასკის ნაცნობი, თბილი არომატები, ვაშლისა და ფორთოხლის სიტკბო, დარიჩინის, მიხაკისა და ილის პიკანტურობა, ვანილისა და ვარდის ნაზი, მაღალესთეტიური არომატიასეთია გრადაცია, რომელიც ერთ კუპაჟში ერთიანდება

გურიელის სააღდგომო ჩაი 20 აპრილის ჩათვლით გუდვილის, აგროჰაბის და კარფურის მსხვილი ფორმატის მაღაზიებში იქნება ხელმისაწვდომი.

ბრენდი უახლოეს მომავალში საინტერესო პროექტებს სხვა მიმართულებითაც აანონსებს – ჩაის მოყვარულებს ახალ, გამორჩეულ გამოცდილებას შესთავაზებს.

[R]

კვლევა: ჩატბოტი ყველაფერში არ უნდა გეთანხმებოდეთ

ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია