in

ბრენდინგით გურმანის ახალი მნიშვნელობის დამკვიდრება სურთ

გურმანი კი ტრადიციულად საჭმელების მოყვარულსა და მცოდნეს ნიშნავს, მაგრამ არა, ამ შემთხვევაში. ამ სახელით გასაჭიმი ჭერების კომპანიას გვაცნობენ და ასე სურთ, კონკურენტულ უპირატესობასთან ერთად, სახელის ახალი ასოციაციაც გააჩინონ. შთაგონებას კი ბერძნულ მითოლოგიაში მიაგნეს…

BOG
BOG

ტრადიციულად გასაჭიმი ჭერი რემონტის ბოლო ეტაპზე კეთდება, რა დროსაც დამკვეთები უკვე ძალიან დაღლილები არიან და სურთ, საქმე რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამ პასუხისმგებლობას კი გურმანი არ უშინდება, საქმეს პატიოსნად, სწრაფად და ხარისხიანად ასრულებს. რაც შეეხება ბერძნულ მითოლოგიასთან კავშირს, ატლანტი სწორედ ზემოთ აღნიშნული ფაქტის გამო აირჩიეს — ტიტანია, რომელსაც ზევსმა ცის თაღის დაჭერა უბრძანა. ამიტომაც იგი გამძლეობის, გადაწყვეტილების მიღებისას თავდაჯერებისა და პასუხისმგებლობის სიმბოლოდ გვევლინება. გვეუბნებიან, რომ როგორც მითოლოგიურმა ატლანტიმ დაიჭირა ცა, ისე ჭიმავენ ჭერებს გურმანის ატლანტებიც…

ბრენდის ძირითადი ფერები შავ-თეთრია, დამატებით კი მწვანესა და ოქროსფრის კომბინაციას იყენებენ. უნდა ითქვას, რომ ოთხივე ფერი ერთმანეთს ავსებს და წაკითხვად კონტრასტს ქმნის. ფერთა პალიტრა ველურ ზეთისხილის გვირგვინსაც ეხმიანება — მარტივად შესამჩნევი ანტიკური სიმბოლოა, თანაც, მსგავსი გვირგვინები ძველ საბერძნეთში სპორტული შეჯიბრებების გამარჯვებულებს გადაეცემოდათ. შედეგად კი პალიტრა ზუსტად იმ სტილსა და ხარისხზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს.

რაც შეეხება ლოგოს, უნიკალური შრიფტით გამოირჩევა. აქ უძველესი სისტემის ელემენტები გამარტივებული ფორმითაა გამოყენებული და ადაპტირებულია ბეჭდურ თუ ციფრულ ტენდენციებთან. ზოგიერთ ასოს შორის დაშორება სპეციალურადაა შემცირებული, რათა ლოგოს მთლიანობაში მეტად კომპაქტური და ჰარმონიული აღქმა ჰქონოდა. ახლა კი დროა, თავად შეაფასოთ: 

UGT და HP: 28-წლიანი პარტნიორობა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში

როგორ შექმნა Holy Motors-მა ციფრული დიზაინის ფესტივალისთვის Touch RGB ვიზუალური იდენტობა