in

„გურმეს“ ათწლიანი ისტორია და სააღდგომო სამზადისი

10 წელი და არც ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი

„გურმეს“ ისტორია ერთი ფილიალიდან იწყება. საკონდიტრო-კაფემ იმდენად მალე მოიგო მომხმარებლების გული, რომ დამფუძნებლებმა ლოკაციები დაამატეს. 10 წლის განმავლობაში, „გურმე“ თბილისის სხვადასხვა უბანს სტუმრობდა და მომხმარებლებს თავის გემრიელ პროდუქციას აცნობდა. დღეს, დაფუძნებიდან 10 წლის თავზე, კომპანია უკვე დიდ საწარმოს ფლობს მირიამ მეფის 70-ში. ასევე ფუნქციონირებს კაფე კარტოზიას ქუჩაზე.
ამ დროის განმავლობაში, იცვლებოდა და იხვეწებოდა ასორტიმენტი, გაიზარდა პროდუქციის არჩევანი, თუმცა მთავარი აქცენტი მაინც საკონდიტრო ნაწარმზე კეთდება. ნებისმიერი პროდუქტის შემთხვევაში, „გურმეს“ მთავარი კონცეფცია უცვლელი რჩება – უმაღლესი ხარისხის ნედლეული, გემრიელი პროდუქტი და მისაღები ფასი. კომპანიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მათი წარმატების საიდუმლო სწორედ ესაა. ამას ადასტურებს ისიც, რომ დაარსების დღიდან დღემდე, „გურმეს“ არ დაუკარგავს არც ერთი კორპორაციული კლიენტი და არც საცალო მომხმარებლების მხრიდან მიუღიათ შენიშვნა. ჰყავთ მუდმივი მომხმარებლები და ეს მათ მოტივაციას კიდევ უფრო აძლიერებს. ფილიალებში ნაცნობი სახეების ხილვა მათთვის პროდუქტის გემოსა და მაღალ ხარისხს ნიშნავს.

გურმეს სააღდგომო პასკები

ახლა განსაკუთრებით აქტიურ პერიოდია – „გურმეს“ სამზარეულოში სააღდგომო პასკების სურნელი ტრიალებს. წელს შეკვეთების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მზადება ჩვეულებრივზე ადრე დაიწყეს. გუნდი ორმაგად დატვირთულია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მომხმარებელს საუკეთესო პასკა გაასინჯოს.
„გურმეს“ სხვადასხვა ზომისა და შიგთავსის პასკები მაღალი ხარისხითა და მისაღები ფასით გამოირჩევა. სტანდარტული, 850 გრამიანი პასკის საშუალო ფასი 20 ლარია. მზადდება როგორც ტრადიციული რეცეპტით, ისე – ცუკატებით, შოკოლადის მარცვლებითა და სხვადასხვა დიზაინის მორთულობით. ისევე, როგორც გასულ წელს, ახლაც განსაკუთრებული მოთხოვნაა ტრადიციულ ხაჭოს პასკაზე. ძირითადი რეცეპტი უცვლელია – „გურმეში“ მიაჩნიათ, რომ იდეალურ გემოს მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეულის გამოყენების შედეგად მიიღებენ.

[პარტნიორის კონტენტი]

Headvice აკადემია – ყველაფერი იწყება შენით

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ბუნებრივი საშუალებები