გუსტავ კლიმტის ციფრული გამოფენის ხილვა ძალიან ბევრი ადამიანის ოცნებაა. მათგან ბევრი პარიზში სწორედ იმისთვის ჩადის, რომ Atelier Des Lumieres-ში კლიმტის გამოფენა იხილოს. კლიმტის ქართველი მოყვარულებისთვის კარგი ამბავი გვაქვს! ციფრული ხელოვნების მუზეუმი – “თბილისის ციფრული სივრცე” პირველად საქართველოში, ამ ავსტრიელი მხატვრის ნამუშევრების ექსპოზიციას კლასიკური მუსიკის თანხლებით ციფრულად უმასპინძლებს.

გამოფენა დღეს, 6 თებერვალს იხსნება. ის მოიცავს 60-მდე ნამუშევარს „ოქროს ხანა“-ს, პორტრეტებსა და პეიზაჟებს. ბილეთების ფასებისა და სხვა დეტალების შესატყობად ეწვიეთ ბმულს.











