გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა თქვენი საყვარელი მხატვრის ნამუშევრების თანამედროვე ვარიანტები? როგორც ჩანს, ამ იდეით შთაგონებულმა ავსტრიელმა ფოტოხელოვანმა ინჯე პრადერმა, ჩანაფიქრის რეალობაში განხორციელება სერიოზულად გადაწყვიტა. ინჯემ მისი ფავორიტი მხატვრის გუსტავ კლიმტის შედევრები საკუთარი ძალებით გაათანამედროვა და საკმაოდ საინტერესო სანახაობა შესთავაზა ფართო საზოგადოებას. ფოტოხელოვანმა მე-20 საუკუნის სახასიათო პერსონაჟები თანამედროვე სახეებით შეცვალა. მართალია, ნამუშევრებმა ხელოვნების მოყვარულებში შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს, მაგრამ, როგორც თავად ინჯი ამბობს, მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი იყო.



























