in

Gustav – ქიმწმენდის, რეცხვისა და დაუთოების ონლაინ მომსახურება

Startauperi
Startauperi

საქართველოში, ქიმწმენდისა და რეცხვის სერვისით სარგებლობა დაკავშირებულია გარკვეულ დისკომფორტთან, რომელიც გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით: ქიმწმენდის ობიექტების სამუშაო საათები ემთხვევა მომხმარებლის სამუშაო საათებს; ქიმწმენდები მომხმარებლებს არ სთავაზობენ, ან გარკვეული შეზღუდვებით სთავაზობენ ადგილზე მიტანის სერვისს; მომსახურების მისაღებად, აუცილებელია, სულ მცირე, ორჯერ მისვლა; ქიმწმენდების ტერიტორიული განლაგება, ავტოსადგომების არასაკმარისი რაოდენეობა და საცობები რთულად ხელმისაწვდომს ხდის მომსახურებას; მომსახურების შესრულების ვადა არ არის წინასწარ განსაზღვრული და დამოკიდებულია ქიმწმენდის დატვირთულობაზე. 2016 წლიდან, თბილისში, არსებობს კომპანია Gustav, რომელიც გამოძახებისა და ე.წ „ლოქერების“ საშუალებით, ქიმწმენდის, რეცხვისა და დაუთოების გარდა, მომხმარებლებს სთავაზობს ტანსაცმლის შეკეთებასა და საბნებისა და ბალიშების ვაკუუმის ჩანთებში შეფუთვას. „გუსტავი“ 3-მა მეგობარმა –  ტასო ჯაფარიძემ, ანა ცაიშვილმა და ოთო ბოკერიამ დააფუძნეს. მარკეტერი ესაუბრა ტასო ჯაფარიძეს:


M:
 ტასო, გაგვეცანით
, ვინ ხართ და რას საქმიანობდით, Gustav-ის დაფუძნებამდე?
 მე და ანა, წლების მანძილზე, ვმუშაობდით სადაზღვევო სფეროში, ოთო კი სატელეკომუნიკაციო კომპანიებში. სხვადასხვა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებამ მოგვცა საშუალება, დავკვირვებოდით მომხმარებლების ქცევასა და ბიზნესის რეაგირებას. შედეგად, გავიჩნდა ინტერესი, თუ როგორი კომპანიის შექმნას შევძლებდით ჩვენ.

M: იდეა როგორ გაგიჩნდათ და განხორციელებამდე რა ეტაპები გაიარეთ?
ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. „გუსტავის“ შექმნის იდეა გაგვიჩნდა, როდესაც ერთ დღეს სამსახურიდან შესვენებაზე გამოვედით და ვლაპარაკობდით, რა კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს ადამიანი, რომელიც ჩვენ მაგივრად გააკეთებდა უსიამოვნო საყოფაცხოვრებო საქმეებს. მივხვდით, რომ ეს სურვილი ჩვენ გარდა ბევრ დასაქმებულ ადამიანს ექნებოდა და გადავწყვიტეთ, თვითონ შეგვექმნა ასეთი – „გუსტავი“. იდეის გაჩენისთანავე წავედით ტექნოპარკში – ბიზნეს ინკუბატორის ღია კარის დღეზე და 2 კვირაში, ამ იდეით აღნიშნულ პროექტში მოვხვდით.M: თუ იკვლიეთ ბაზარი დაფუძნებამდე?
ინკუბატორის პროგრამა 4 ეტაპად არის დაყოფილი: პროტოტიპის შექმნა, ბიზნეს გეგმის შემუშავება, ბაზარზე გასვლა და ინვესტორის მოძიება. პირველი 3 ეტაპი უკვე გავიარეთ და სწორედ ბიზნეს გეგმის ფარგლებში ბაზრის კვლევაც ჩვენი ძალებით ჩავატარეთ. ასევე, სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ მოთხოვნა ქიმწმენდის მომსახურებაზე იზრდება. ბაზრის მოცულობის ზრდის მიუხედავად, ქიმწმენდის არსებული მომსახურება არაეფექტიანად პასუხობს მომხმარებლების საჭიროებებს.

M: სახელიგუსტავირატომ შეარჩიეთ?
სახელიც უცბად მოვიფიქრეთ. გვინდოდა, ჩვენი ბრენდი საყოფაცხოვრებო საქმეების მომგვარებელთან – კონსიერჟთან ყოფილიყო ასოცირებული. გაგვახსენდა ფილმი „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“, რომლის მთავარი გმირი სწორედ კონსიერჟია, სახელად გუსტავი.M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ?
„გუსტავის“ მომსახურების ფასები ბაზარზე არსებული ფასების მსგავსია. იწყება 7 ლარიდან, ყველაზე ძვირი ქურქის გაწმენდა ღირს, რომლის ღირებულებაც 75 ლარია. გარდა ნივთების ინდივიდუალური წმენდისა და რეცხვისა, მომხმარებლებს, ასევე, ვთავაზობთ ტანსაცმლისა და თეთრეულის წონით რეცხვას.

M: როგორ უნდა ვისარგებლოთ Gustav-ის მომსახურებით?
სერვისით სარგებლობისთვის, აუცილებელია, დარეგისტრირდეთ ჩვენს ვებგვერდზე. შეკვეთა შესაძლებელია ლოქერისა და გამოძახების საშუალებით. გამოძახების შემტხვევაში, უნდა აირჩიოთ სასურველი მომსახურება და სასურველი დრო, როდის გნებავთ, რომ გუსტავი მოვიდეს ნივთების წასაღებად. რაც შეეხება ლოქერებს, „გუსტავის“ კარადები აყენია საცხოვრებელ კომპლექსებში: „სახლი ოპერასთან“, „სახლი ჯიქიაზე“, „მწვანე ქალაქი ლისზე“ და „პარკ გეითი“. ამჟამად, ლოქერით ორ ობიექტს ვემსახურებით: „მწვანე ქალაქი ლისზე“ და „პარკ გეითი“. ლოქერით სარგებლობისას, უნდა გააღოთ თავისუფალი კარადა, მოათავსოთ ნივთები, დაკეტოთ კარი და აკრიფოთ ნებისმიერი 4-ნიშნა კოდი. შემდეგ გადაატრიალოთ სახელური და შეამოწმოთ, რომ კარადა ჩაკეტილია.M: რა ტერიტორიებს მოიცავს თქვენი მომსახურება და რამდენ ხანშია შეკვეთა მზად?
ამჟამად, მომხმარებლებს ვემსახურებით მთელი თბილისის ფარგლებში. შეკვეთის ჩაბარებიდან ან ლოქერში მოთავსებიდან, 72 საათი გვაქვს შეკვეთის დასაბრუნებლად, თუმცა ხშირ შემთხვევაში, 48 საათში ვაბრუნებთ გაწმენდილ, გარეცხილ ნივთებს.

M: ვინ არიან თქვენი პარტნიორი კომპანიები, რამდენი ხართ, ამჟამად, Gustavში და თქვენ, დამფუძნებლები რა პროცესში ხართ ჩართულები?
ჩვენი სამრეცხაო არ გვქვს, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სამრეცხაოებთან, რომლებიც ავარჩიეთ მათი გამოცდილების, დანადგარებისა და სარეცხი საშუალებების ხარისხის მიხედვით. ამჟამად, გუნდში ვართ 4 ადამიანი. სამივე დამფუძნებელი სრულად ვართ ჩართული გუსტავის პროცესების მართვაში და გადანაწილებული გვაქვს კონკრეტული ამოცანები. თავიდანვე გავაცნობიერეთ, რომ „გუსტავის“ სწრაფი განვითარებისათვის, საჭირო იყო ჩვენი სრული ჩართულობა და ამიტომ, სამივე წამოვედით სამსახურებიდან. საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილება იყო, თუმცა დღეს სამივე დავრწმუნდით, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.

შენ აქ რა გინდა? რა მოხდა ერთ დღეს ვენდიში?

საოცარი ნიჭი თუ კარგი სტერეო სისტემა?! – SKODA–ს სახალისო ვიდეორგოლი