in

სანტა კლაუსი სიმსივნის წინააღმდეგ

ფრანგულმა ინსტიტუტმა Gustave Roussy, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია სიმსივნის მკურნალობის მიმართულებით, უჩვეულო საშობაო ისტორია შემოგვთავაზა. სააგენტო Publicis Conseil-ის მიერ შექმნილი რეკლამა სანტა კლაუსის ამბავს მოგვითხრობს — მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგაც უფრო ადამიანურ მხარეს ავლენს…

BOG

მიუხედავად იმისა, რომ სანტა მისთვის დამახასიათებელ ატრიბუტებს კარგავს, როგორებიცაა გრძელი წვერი და თეთრი თმა, მაინც აგრძელებს სახელოსნოში მუშაობას, რათა მთელ მსოფლიოში გაახაროს ბავშვები. საბოლოოდ, ექიმების დახმარებით, ის განიკურნება…

„სადღესასწაულო სეზონი შობის ჯადოქრობის, ყველა ემოციისა და მოგონების გაცოცხლების პერიოდია. ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს, მეტად ემოციური გზავნილები გავავრცელოთ საზოგადოებაში… ხოლო ადამიანები უნივერსალური ისტორიის ნაწილად იქცევიან“, — აღნიშნავენ კომპანიაში.

ChatGPT-4-ს „სეზონური დეპრესია“ აქვს

„პოზიტიური ცნობიერებისა და ენერგიის ძალა, რომელიც მემკვიდრეობას ქმნის“