in

„სილიკონ ველის“ როკ ვარსკვლავი, გაი კავასაკი „სტარტაპ გრაინდის“ ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერია 

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ „სტარტაპ გრაინდ თბილისი“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციას მასპინძლობს. ორგანიზატორები მნიშნველოვან სპიკერებს დაგვპირდნენ და მოლოდინმა გაამართლა, რადგან კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი, ანტრეპრენერი, ბრენდ ევანგელისტი და მარკეტინგის გურუ – გაი კავასაკი იქნება.

BOG
BOG

ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მარკეტინგის სფეროში, რთულად თუ იპოვით ადამიანს, რომელსაც გაი კავასაკის შესახებ არ სმენია, თუმცა, მისი ბიოგრაფია იმდენად მრავალფეროვანია, რომ ხშირად რთულიც კი არის განსაზღვროთ, რომელია გაი კავასაკისთვის ყველაზე შესაფერისი სტატუსი. შეგვიძლია, მას „სილიკონ ველის“ როკ ვარსკვლავი ვუწოდოთ და არც შევცდებით.

გაის კარიერაში ბევრი გასაოცარი ფაქტი შეგხვდებათ. ის არის ინვესტორი, ვენჩურული კაპიტალისტი, ბესტსელერების ავტორი, მარკეტინგის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი მსოფლიოში და რაც მთავარია, შესანიშნავი სპიკერი, რომლის გამოსვლაც ყოველთვის ღირებულია ნებისმიერი აუდიტორიისთვის.  სპიკერად იწვევენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Apple, Nike, Gartner, Audi, Google, Microsoft. გაის გამოსვლებს, ასევე, შეხვდებით TED-ის პლატფორმასა და ტექნოლოგიურ სამიტებზე და შემდეგი Startup Grind Tbilisi-ს ვირტუალური სცენა აღმოჩნდა.

დღეს, გაი გავასაკი გრაფიკული დიზაინის კომპანია Canva-ს ევანგელისტი და მერსედეს ბენცის ბრენდ ამბასადორია. თავად გაი ევანგელიზმს ოცნებების გაყიდვას უწოდებს და მიიჩნევს, რომ ანტრეპრენერის მიზანი ადამიანების ცხოვრების შეცვლა და პროდუქტის ახალ განზომილებაში გადაყვანა უნდა იყოს. 

80-იან წლებში, გაი კავასაკი სტივ ჯობსთან ერთად Apple-ში მუშაობდა.

როდესაც პირველად Apple-ისა და მაკინტოშის შესახებ გავიგე, პულსი ამიჩქარდა“ – ამბობს გაი ერთ-ერთ ინტერვიუში.

და განმარტავს, რომ ინოვაციური იდეა სწორედ ის არის, რომელიც პულსს აჩქარებს და გაიძულებს, მის შესაძენად მთელი ღამე იდგე რიგში.  ის ხშირად საუბრობს სტივ ჯობსთან მუშაობით მიღებულ გამოცდილებაზე და მისგან ნასწავლ გაკვეთილებზე. 

გაი არის 15 წიგნის ავტორი, რომლითაც მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს სკოლები ხელმძღვანელობენ. მისი წიგნები New York Times-ისა და Wall Street Journal-ის ბესტსელერებია.

კავასაკის იდეები და მენტორინგი დღესაც ინოვაციურია. სწორედ ახლის ძიებასა და კომპანიაში ახალგაზრდების მოზიდვას მიიჩნევს ის ყველაზე მნიშვნელოვნად. მიაჩნია, რომ ბიზნესგეგმა უსარგებლოა, რადგან დღევანდელ სამყაროში, შეუძლებელია მოვლენების წინასწარმეტყველება, სტუდენტებს კი მოუწოდებს, რომ თუ ინოვაციური იდეა აქვთ, პროტოტიპი შექმნან და შესაძლოა, მათ არც ბიზნესგეგმა და არც ინვესტორთან პრეზენტაცია დასჭირდეთ.

გაი კავასაკი იმ 100 სპიკერს შორის არის, რომელსაც „სტარტაპ გრაინდის“ საერთაშორისო ღონისიძება ქართველ აუდიტორიას სთავაზობს. ევროპა-აზიის კონფერენციას თბილისი 10-12 დეკემბერს უმასპინძლებს. აღნიშნული ღონისძიება წელს, უკვე მეორედ იმართება და მას 5,000-ზე მეტი მონაწილე ეყოლება. ღონისძების ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია სტარტაპ პროგრამა, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნის სტარტაპები მიიღებენ. 

ღონისძებაზე დასასწრებად, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე – startupgrind.ge. ამ ეტაპზე, ბილეთებზე მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება და შესაძლებელია ე.წ. Early bird ბილეთებით სარგებლობა.

რატომ მიირთმევენ თბილისელი ქანდაკებები ყავას? – Luca Polare-ს პრინტ კამპანია

წარმოიდგინე, შობა ყველასთვისაა! – Penny-ის რეკლამა