in

Guy Kawasaki-ს რჩევები

ku-xlargeგაი კავასაკი ის ადამიანია, რომელმაც მომხმარებელს Apple-ს პროდუქტები შეაყვარა.

Apple-მანიის შექმნას პატარა ისტორია აქვს, კავასაკისეული გამოცდილებაზე და რჩევებზე დამყარებული Apple-ს ფილოსოფია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ.  მარკეტერი გთავაზობთ სტატიის თარგმანს.

შექმენი როგორც ღმერთმა, მართე როგორც მეფემ, იმუშავე როგორც მონამ! სანამ პროდუქტის შექმნას დაიწყებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს “მართლა გსურთ რაიმე განსაკუთრებულის შექმნა?!” განსაკუთრებულის და არა ფულის, ძალაუფლების და პოპულარობის. განსაკუთრებულის, ანუ იმის რაც…

სამყაროს უკეთესს გახდის

ცხოვრების ხარისხს აამაღლებს

გამოასწორებს შეცდომებს

არ მისცემს საშუალებას რაიმე კარგს მალე დამთავრდეს

მოიპარეთ

მოიპარეთ მხოლოდ ბრილიანტები. უნდა იცოდეთ რას იპარავთ. Apple-ში ვიცით, რომ მხოლოდ საუკეთესო უნდა მოვიპაროთ.

მეტი მიმდევარი

აზრი არა აქვს სარეკლამო კამპანიებზე მილიონების დახარჯვას თუ თქვენ რაიმე ღირებულება არ გაგაჩნიათ. ბრენდინგის მთელი საიდუმლო და ჯადოქრობა იმაშია, რომ შექმნას რაიმე ისეთი, რომელიც მის მიმდევარს გაგხდის.

არ ენდოთ ექსპერტებს

არ დაუჯეროთ ადამიანს, რომელსაც უფრო ნაკლები “მიმდევარი” ჰყავს ვიდრე თქვენ. არ შეგრცხვეთ ერთი და იგივეს გამეორების მაგალითად, კავასაკის შეუძლია 8 საათის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ერთი და იგივე გააზიაროს. “ტორონტოში Audi R8 დავინახე, რომელიც ძალიან მომეწონა, ფოტო გადავუღე და გავაზიარე. 10 წუთი გავიდა არავის რეაქცია არ ჰქონდა ვიფიქრე რომ პოსტი არ ჩაჯდა და თავიდან გავაზიარე. რომელიმე ექსპერი იტყოდა, რომ წარუმატებელი პოსტი აღმოჩნდა რადგან მეორედ მომიხდა გაზიარება. არა უბრალოდ მეორედ გაზიარების შემდეგ ორივე პოსტმა უზარმაზარი ყურადრება დაიმსახურა.”

დაარღვიეთ კანონები

“Apple-ში უფლება გვქონდა ბიზნეს კლასით სარგებლობის, თუ გზა 2 საათზე მეტს გრძელდებოდა. მე ვთვლი, რომ გზა სახლის კარებს როდესაც გასცდები მაშინ იწყება და ყოველთვის ბიზნეს კლასით ვსარგებლობდი, Nexus 7-ს ვხმარობ, Apple-ს სლოგანია “Think different” თუ შენ გინდა ახლებურად იაზროვნო, მაშინ ანდროიდის სისტემას უნდა უყურო”

მოხიბლე

მოხიბვლა პროცესია და არა მოვლენა. თუ ადამიანის მოხიბვლა გსურთ რაიმე მნიშვნელოვანი უნდა გააკეთოთ. თუ მნიშვნელოვანს აკეთებთ ე.ი. ადამიანის მოხიბვლა შეგიძლიათ.

ნებისმიერი ადამიანი რაღაცაში მაინც გჯობთ.

პირველი ნაბიჯი საერთო მისწრაფებების აღმოსაჩენად, საკუთარ მისწრაფებებზე ლაპარაკია.

უცენზურო სიტყვების ხმარება ძალაუფლებაზე, სიძლიერის დემონსტრირებაზე და არაფორმალურ, მეგობრულ გარემოზე მეტყველებს.

გარისკეთ არ შეგეშინდეთ რისკის. ბოლოს და ბოლოს არაფრით რისკავთ.

იუმორი

რამდენი ადამიანია საჭირო, რომ Apple-ში ნათურა გამოცვალონ? ერთი, ის იდგება და დაელოდება  როდის დაიწყებს დედამიწა მის გარშემო ბრუნვას.

სოკომორო – სახელოსნო, სადაც ბავშვების ნახატები „ცოცხლდება“

ყველაზე უცნაური რეკლამა ჰონკონგიდან