in

გვაქვს თუ არა „ძირითადი მოგონებები“?

რა ძირითადი მოგონებები“ გახსენდებათ ბავშვობიდან? ან რას ამბობს ეს მოგონებები თქვენზე? დისნეის Inside Out-ის ფილმში გვეუბნებიან, რომ ძირითადი, თქვენი ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებაა. იდეა კი შემდეგია: ზოგიერთი მოვლენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათი განცდა მყისიერად აყალიბებს თქვენს პიროვნებას, ქცევებსა და თვითშეგრძნებას. 

M2
M2

აქვე, TikTok-ის ათასობით მომხმარებელმა ატვირთა პოსტი ძირითადი მეხსიერების“ შესახებ. ისინი შაბათ დილას მულტფილმების ყურებაზე, სკოლის ეზოში ე. წ. ქრაშთან ჩახუტებაზე და წვიმაში დასველებაზე საუბრობდნენ… მაგრამ არსებობს თუ არა რეალურად ეს ძირითადი მოგონებები“? იმ დროს, როცა ჩვენ მოგონებებს თვითშეგრძნების შესაქმნელად ვიყენებთ და ეს მოგონებები ჩვენს ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს, მეცნიერება გვეუბნება, რომ ძირითადი მეხსიერების“ ცნება 5 თვალსაზრისით არის გაუმართავი.

1. ჩვენ არ გვაქვს უბრალოდ 5 ძირითადი მოგონება

ავტობიოგრაფიული მოგონებები, ანუ მოგონებები საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე, ჩვენს გრძელვადიან მეხსიერებაში ინახება. ეს მეხსიერების უზარმაზარი საცავია, ზომისა და მოცულობის შეზღუდვების გარეშე. სწორედ ამ მიზეზით ჩვენ არ ვართ შეზღუდული უბრალოდ 5 ან 50 ძირითადი ცხოვრებისეული მოგონებით. მეტიც, სხვადასხვა კონტექსტში ჩვენთვის აქტუალური სხვადასხვა მოგონებაც კი შეიძლება იყოს… 

2. ძირითადი მოგონებები არ ქმნის ჩვენს პიროვნებას

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეხსიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ინდივიდუალური მოგონებები სულაც არ განაპირობებს ჩვენს პიროვნებას. ფსიქოლოგები და შემეცნებითი მეცნიერები კი ხშირად საუბრობენ ავტობიოგრაფიულ მეხსიერებაზე, რომელსაც მინიმუმ სამი ძირითადი ფუნქცია აქვს.

საკუთარი ფუნქციის მიხედვით, ჩვენ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცით, ვინ ვართ. სოციალური ფუნქციის მიხედვით კი მოგონებების მოყოლა სოციალიზაციასა და სხვებთან ურთიერთობაში გვეხმარება. დაბოლოს, დირექტიული ფუნქციით ჩვენი მოგონებები წარსულისგან გაკვეთილების სწავლასა და მომავალში პრობლემების უკეთ გადაჭრაში გვეხმარება. 

ზოგიერთი მოგონება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ჩვენი იდენტობისთვის. მაგალითად, შესაძლოა, ჩემპიონატის მოგება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყოს იმისათვის, თუ როგორ აღიქვამთ თქვენ თავს, როგორც ათლეტს. თუმცა პიროვნების ძირითადი თვისებები შედარებით სტაბილურია. 

3. ჩვენი ბავშვობის მოგონებები ყოველთვის ყველაზე ძლიერი არ არის

დიახ, ჩვენი ყველაზე გამორჩეული ავტობიოგრაფიული მოგონებები ყოველთვის ჩვენი ბავშვობიდან არ მოდის. მართლაც, უფრო ადრეული წლები ჩვენ თითქმის არ გვახსოვს იმიტომ, რომ უმეტესობა მაშინ ხდება, როცა ჩვენ 3 წლის ვართ. შესაბამისად, გამორჩეული და მნიშვნელოვანი მოგონებების უმეტესობა ადრეულ ზრდასრულ ასაკში ყალიბდება. ამის ერთი ახსნა ის არის, რომ ჩვენი ადრეული ბავშვობის მოგონებები ხშირად ნაკლებად საინტერესოა. თუმცა, ბუნებრივია, ძველი მოგონებების მიმართ ნოსტალგია ხშირად გვივითარდება. 

4. ჩვენ არ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომელი გახდება ძირითადი მოგონება

სოციალურ მედიაში ახალი ძირითადი მოგონება“ ახალი გამოცდილებების ასახვის პროცესი გახდა. ეს შეიძლება მოიცავდეს გუნდაობას, ჩახუტებას, არდადეგებსა და სხვა. ხოლო, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ჩვენ უფრო მარტივად ვიმახსოვრებთ ემოციურ მოვლენებს, ნეიტრალურთან შედარებით, ჩვენ მაინც არ შეგვიძლია მათი არჩევა. გამოდის, ჩვენ ვერ შევძლებთ ვიწინასწარმეტყველოთ, რომელი მოგონებები გაგვახსენდება ან დაგვავიწყდება მოგვიანებით. მეტიც, მოვლენები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ხდება გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, თავდაპირველად სრულიად ჩვეულებრივად გვეჩვენებოდეს.

5. ძირითადი მოგონებები არ არის სხვაზე უფრო ზუსტი

ძირითად მოგონებებს კი ხშირად წარსული მოგონებების პირდაპირი კადრების ასახვად თვლიან. ამას ძალიან ნათელ მოგონებებსაც“ უწოდებენ. თუმცა სინამდვილეში ყოველი მოგონება ცვლილებებისკენ, დავიწყებისა და მცირე შეცდომებისკენ არის მიდრეკილი, მაშინაც კი, როცა ეს მნიშვნელოვან მოვლენებს ეხება. ხოლო შეცდომებს მეხსიერების მუშაობის პრინციპი იწვევს — ჩვენ ჩვეულებრივ მოვლენის ზოგად არსსა და ზოგიერთ დეტალს ვიხსენებთ.

როცა მოვლენას ვუბრუნდებით, მის რეკონსტრუქციასაც ვაკეთებთ. ამ პროცესში იმ ხარვეზების შევსებას ვცდილობთ, რომლებიც რეალურად დავიწყებული შეიძლება გვქონდეს. გამოდის, ყოველთვის, როცა რაიმეს ვიხსენებთ, ვცვლით დეტალებს, ვთავაზობთ ახალ ემოციებს და მოვლენის მნიშვნელობის ახალ ინტერპრეტაციასაც ვაკეთებთ. 

მიუხედავად იმისა, რომ „ძირითადი მეხსიერება“ შედგენილი ტერმინია, ეს ტენდენცია გვეხმარება იმის ჩვენებაში, თუ რამდენად ღირებულია თითოეული მოგონება. ეს უკანასკნელი კი ჩვენი წარსული ცხოვრებისკენ გახედვის საშუალებას გვაძლევს, რომელიც ემოციებით მდიდარი და იდენტობასთან მიბმულია. ხოლო, როცა სხვებს ჩვენივე წარსულ გამოცდილებას ვუყვებით, მათ ჩვენს ნაწილსაც ვუზიარებთ.

ლუჩიანო — ნეაპოლიტანური კუთხე „ბაზარი ორბელიანზე“

„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ – „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიაში ავტოსკოლები ჩაერთნენ