in

“ვეფხისტყაოსნის” ბანქოს ამბავი

“ბავშობაში ვოცნებობდი, ერთ დღეს ცნობილი რეჟისორი გავმხდარიყავი და ჩემგან ინტერვიუები აეღოთ – აი, დადგა ეს დღეც.”

ინტერვიუს მიზეზი კი მის მიერ შექმნილი ბანქოა. პროექტზე მუშაობას 3 წელი დასჭირდა, განხორციელებაში კი თიბისი დაეხმარა. გვანცა ჩიჯავაძე გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც გადაწყვიტა, ვეფხისტყაოსნის შთაგონება ბანქოში გაეცოცხლებინა. თუმცა მანამდე, მის ისტორიას გიამბობთ.

გვანცა უკვე 10 წელია, რაც გრაფიკული დიზაინერია. როგორც თვითონ ამბობს, ეს ის საქმეა, რომლის დროსაც არ იღლება2019 წელს, მეგობართან – სოფო გურასპაშვილთან ერთად დიზაინ სტუდია “Ori” დააფუძნა. გასული ორი წლის განმავლობაში კი, როგორც თავად გვიყვება, უამრავ საინტერესო პროექტზე იმუშავეს.

ამ პერიოდის პარალელურად, გვანცა 3 წლის განმავლობაში მუშაობდა ვეფხისტყაოსნის ბანქოზე. როგორც თავად ამბობს, ბანქო საკმაოდ რთული შესაქმნელია, მას კი სირთულეები უყვარს და ამიტომაც გადაწყვიტა ასეთ უნიკალურ და განსხვავებულ პროდუქტზე მუშაობა.

“ბანქოზე მუშაობის პროცესში გამუდმებით ვუსმენდი ვეფხისტყაოსნის აუდიო ვერსიას. რითმებს, რომლებსაც ბავშვობაში მამა ძილის წინ მიკითხავდა, ახლა მხოლოდ რითმები აღარ იყო და მათი შინაარსი მესმოდა.”

ბანქოს პერსონაჟებზე მუშაობა ავთანდილით დაიწყო. მისი უამრავი ვერსია შექმნა, მცდელობა კი მანამ არ დაასრულა, სანამ არ მიხვდა, რომ ეს პერსონაჟი მის მიერ დანახული ავთანდილი იყო.

“რუსთაველის პერსონაჟებს ჩემი დიდება ნამდვილად არ სჭირდებათ, მაგრამ მაინც ვიტყვი: ვამაყობ, რომ არსებობდა ქართველი, რომელმაც შეძლო მთელი სამყარო ერთ წიგნში დაეტია! რომლის არსებობაც არ შეწყდება, სანამ კაცობრიობა იარსებებს.

პროექტზე 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი, ვცდილობდი იმის ღირსი ყოფილიყო ვეფხისტყაოსნის დარქმეოდა. 12 ილუსტრაცია რომელიც შევქმენი საოცრად საინტერესო სამუშაო იყო, კეთების პროცესში ხშირად ვუბრუნდებოდი თითოეულს, ვაკვირდებოდი, ვასწორებდი, ვცდილობდი, ბოლომდე ჩავწვდომოდი მათ ხასიათს. რუსთაველმა თითოეულს თავისი სრულყოფილი ხასიათი აჩუქა. მე კი ვცდილობდი, ჩემებურად მომეხდინა მათი ვიზუალიზაცია.”

როცა მიხვდა, რომ პროექტი უკვე დასრულებული იყო, პრეზენტაცია გააკეთა და www.behance.ne-ზე დადო. ბიჰენსზე კი Riffle Shuffle-მა მისწერა ბანქოს დაბეჭდვის ინიციატივით.

“პარალელურად მარკეტერმაც დაწერა სტატია ბანქოზე, დიდი გამოხმაურება მოყვა და მაშინ მივხვდი, ძალიან მინდოდა ბანქო პირველად საქართველოში დამებეჭდა. გადავწყვიტე პრეზენტაცია თიბისისთვის გამეგზავნა და მათი მხარდაჭერით პროექტიც გაცოცხლდა!

ვეფხისტყაოსნის ბანქოს შეძენა დღესდღეობით შესაძლებელია გამოწერით  და the why not gallery-ში.

როგორ დავძლიოთ ნეგატიური გამოცდილებები

როგორ შეუძლიათ ქალაქებს, პანდემიის შემდგომ, ეკონომიკის აღდგენა?