in ,

“8000 მოსავალი” – ღვინის ახალი მაღაზია თბილისში

Startauperi
Startauperi

„8000 მოსავალი“ ახალი კონცეფციის ღვინის მაღაზია-ბარია, სადაც წარმოდგენილია ნარჩევი ქართული ღვინოები. მაღაზია სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა და უკვე მოიპოვა მომხმარებლის სიყვარული და ნდობა. მარკეტერი„8000 მოსავალის“ დამფუძნებელს და  დირექტორს ირაკლი ჩხაიძეს ესაუბრა:

M: რაში მდგომარეობს მაღაზიის კონცეფცია?

მოწვეული დამოუკიდებელი  კომისია, რომელიც ფარული დეგუსტაციის წესით  არჩევს თითოეულ ღვინოს, კონცეფციის საკვანძო ელემენტია. ეს გვაძლევს საშუალებას, ობიექტურად შევარჩიოთ ასორტიმენტი. სწორედ ამით აიხსნება, რომ მაღაზიაში 405 ღვინიდან გასაყიდად მხოლოდ 203 დავტოვეთ. ამასთან, მაღაზია და ბარი ერთ სივრცეშია გაერთიანებული, ხოლო ღვინის მირთმევა დამატებითი სერვისის ფასნამატის გარეშეა შესაძლებელი.

askaneliM: რა არის თქვენი მიზანი?

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მაღალ დონეზე ავიყვანოთ ღვინის მოხმარების კულტურა. გვინდა, რომ ქალაქის მოსახლეობა მოვიცვათ, რადგან ყოველწლიურად იზრდება ინტერესი ბოთლის ღვინის მიმართ და ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ასეთი მაღაზია იქნება, მით მეტად განვითარდება ღვინის სმის კულტურა საქართველოში. თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდა, ქართველ მევენახე-მეღვინეს შიდა ბაზარიც ეყოფა თავისი პროდუქტის გასაყიდად.

მაღაზია

M: როგორი ტენდენციები ვლინდება ღვინის წარმოების კუთხით?

10 წლის წინ ასეთ მაღაზიას ვერ გახსნიდი, რადგან ძალიან ცოტა კომპანია არსებობდა და ღვინის ხარისხიც არ იყო მაღალი. დღეისათვის სასმელის ხარისხმა აიწია, კომპანიებიც მომრავლდნენ და ქართული ღვინის ასორტიმენტიც უფრო მრავალფეროვანი გახდა.

M: როგორ ირჩევა ღვინო?

დაახლოებით თვეში ერთხელ, როდესაც ღვინის ნიმუშების საკმარისი რაოდენობა შეგროვდება, ვატარებთ ფარულ დეგუსტაციას და ვარჩევთ საუკეთესოს. როდესაც რომელიმე ღვინო არ აირჩევა დეგუსტატორის მიერ, ძალიან რთულია ამის შესახებ აცნობო მის მწარმოებელს.  ვფიქრობდი, რომ უარი მათ გაღიზიანებას გამოიწვევდა, თუმცა ძალიან დიდი ნაწილი, პირიქით, ინტერესით მოეკიდა კომისიის დასაბუთებულ შეფასებას.

M: როგორ შეარჩიეთ სახელი?

სახელი ხაზს უსვამს ქართული ღვინის 8000 წლიან ისტორიას. ამ დროის მანძილზე, ყურძნის 8000 მოსავალი მოვიდა და შესაბამისად შევარჩიეთ სახელიც. საქართველოს უცხოელი მეღვინეებიც “8000 წლიანი ყურძნის მოსავლის ქვეყნად” მოიხსენიებენ.

მუკუზანიM: რა გამოგარჩევთ ღვინის სხვა მაღაზიებისგან?

ძალიან ბევრს ვმუშაობთ დახვეწილი მომსახურების გაწევისა და ჩვენი სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე. ჩვენი მაღაზია საგანმანათლებლო ფუნქციასაც ითავსებს: აქ სისტემატურად ჩატარდება ღვინის კლასები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მოვიდეს და მოუსმინოს პროფესიონალებს, უფრო გათვითცნობიერდეს ღვინოში და თავადაც დააგემოვნოს ეს სასმელი. განვსხვავდებით იმითაც, რომ ჩვენი სამიზნე სეგმენტი, ტურისტების ნაცვლად, ქართველი მოსახლეობაა. შესაბამისად, მაღაზიაში წარმოდგენილი ღვინის ფასებიც ხელმისაწვდომია.

M: რით იზიდავს თქვენი მაღაზია მომხმარებელს?

ჩვენ ვამარტივებთ ღვინის შერჩევის პროცედურას, კარგად გათვითცნობიერებული სომელიესა და მომსახურე პერსონალის დახმარებით, ასევე ღვინოების თაროებზე განლაგებით არა კომპანიების, არამედ ჯიშების მიხედვით.  ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ქართული ბოთლის ღვინო. თუკი რესტორანში ან ბარში ღვინის ბოთლი ორმაგ და სამმაგ ფასადაც კი იყიდება, ჩვენს ბარში ღვინო შეგიძლიათ დალიოთ თაროს ფასად. ასევე, გვაქვს ღვინის შესაბამისი საკვები. მართალია, სულ ახლახანს, 16 მაისს გვქონდა გახსნა, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი გვესტუმრა. მრავალი ჩვენი სტუმარი უკვე დაინტერესდა ღვინის კლასებითაც.

M: რას გვეტყვით თქვენი გუნდის შესახებ?

ჩვენი პარტნიორია საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფი“, რომელიც მაღაზიის თანადამფუძნებელიცაა და სტრატეგიის დაგეგმვაშიც გვეხმარება. მაღაზიის თანადამფუძნებელი, ჩემთან ერთად, გიორგი კვირიკაძეა.

8000 მოსავალიM: გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები 

დაახლოებით ერთ თვეში დავამატებთ ადგილზე მიტანის სერვისს. ვქმნით ონლაინ მაღაზიას, სადაც განთავსდება მაღაზიაში არსებული ყველა ღვინო. ჩვენ განუწყვეტლივ ვმუშაობთ მომსახურების გაუმჯობესებისთვის.

ასევე, გვინდა ექსპორტზე გავიტანოთ არა ღვინო, არამედ თავად მაღაზია. უცხო ქვეყნების მოსახლეობისთვის ქართული ღვინის გაცნობა ყველაზე მარტივი და ეფექტიანი მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის მეშვეობით იქნება. ქართული ღვინისთვის მიმზიდველი ბაზარია აზიის ქვეყნები. პირველ ეტაპზე რთული იქნება ყველა ღვინის წაღება, ამიტომ საჭირო იქნება მათი გადარჩევა. ვეცდებით, რომ მოვიცვათ ყველა კატეგორიის ღვინო და ექსპორტზე გასული და ადგილობრივი მაღაზიის ღვინის ასორტიმენტი მაქსიმალურად მივამსგავსოთ ერთმანეთს.

ნინო ანანიაშვილი

„8000 მოსავალს“ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილიც ესტუმრა: “- ძალიან მომწონს ირაკლის ინიციატივა, რომ ასე გემოვნებით შეკრიბა ქართული ღვინოების ასორტიმენტი და ყველაფერი ასე თანამედროვედ გააკეთა. მომწონს, რომ ყველა ბოთლს აწერია ღირებულება და არ გიწევს ფასის კითხვა. კარგია ყურძნის ჯიშების მიხედვით ღვინის განლაგებაც. მეც ღვინის მწარმოებელი ვარ და მიხარია, რომ ჩემი ღვინოც მოხვდა ამ თაროებზე. თავადაც დიდი სიამოვნებით გავხსნიდი მსგავს მაღაზიას, სადაც შეგეძლება, როცა გინდა მაშინ მოხვიდე და გასინჯო რამოდენიმე ჭიქა ხარისხიანი ღვინო. ძალიან მომწონს, რომ ახალგაზრდებმა სხვანაირად დაიწყეს აზროვნება და განსხვავებულად წარადგენენ ჩვენს კარგ პროდუქციას.”



PlayStation–ის ექსტრემალური ექსპერიმენტი ნამდვილი “გეიმერებისთვის”

International Sales Institute – ახალი მოთამაშე, ტრენინგების,კონსალტინგისა და კვლევის ბაზარზე.