ქართული ღვინის ბაზარს ახალი ბრენდი – „კისკისი“ შეემატა. ეს ბრენდი შთაგონებულია ჰედონისტური ფილოსოფიით და შესაფერისია მათთვის, ვინც ცხოვრებით ტკბობას აფასებს და თავს სიამოვნების უფლებას აძლევს. სწორედ ამიტომ, ბრენდის სახელიც შერჩეულია სიმბოლურად – კისკისი, რომელიც სიხარულისკენ სწრაფვასა და ცხოვრების მხიარულად აღქმას გამოხატავს.
კისკისი შექმნილია გრძნობების გასაღვივებლად და ნებისმიერი შეკრების ზეიმად გადასაქცევად. კომფორტული, ხრახნიანი თავსახური მას იდეალურ პარტნიორად აქცევს პიკნიკებისთვის, სახლის შეკრებებისთვის, სანაპიროზე გართობისთვის თუ ღამის წვეულებებისთვის. ნებისმიერი სიტუაცია უფრო მარტივი და დაუვიწყარი ხდება, რა თქმა უნდა, ზომიერი მოხმარების ფონზე.
საწყის ეტაპზე კისკისის ასორტიმენტი მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე ქვევრის მეთოდით დაყენებულ ღვინოებს:
- ქინძმარაული – წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო, რომელიც მზადდება ქინძმარაულის მიკროზონაში მოყვანილი საფერავისგან. ეს ღვინო ათწლეულებია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობადი ქართული ღვინოა, განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზარზე;
- წინანდალი – თეთრი მშრალი ღვინო. მზადდება წინანდლის მიკროზონაში მოყვანილი ყურძნის ჯიშებით: რქაწითელი და კახური მწვანე. წინანდალი არის ელეგანტურობისა და დახვეწილობის სიმბოლო;
- საფერავი – წითელი მშრალი ღვინო, რომელიც უნიკალური ღრმა ფერითა და მდიდარი არომატით გამოირჩევა და ქართული მეღვინეობის სავიზიტო ბარათად ითვლება;
- ქვევრის მწვანე – მშრალი ქარვისფერი ღვინო, რომელიც გამოირჩევა კომპლექსურობითა და ბუნებრივი სტრუქტურით.
კისკისის ყიდვის შესაძლებლობა მომხმარებელს ექნება ველი სთორზე, 8000 მოსავალსა და ბათუმის ღვინის ბუტიკში. იგეგმება ქსელის ნელ-ნელა გაფართოება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.
[პარტნიორის კონტენტი]