in

ამ გვრილის ფოტოს ყოველდღიურად 90 მილიონი ნახვა აქვს – ფაქტი გამოძიებამდე მივიდა

სავარაუდოდ, საქმე TikTok-ის აპლიკაციას ეხება

veon
veon

მეწამული გვირილის ფოტოსურათი, რომელიც 2004 წელს ჰააგაში, Florence Nightingalepark-ში გადაიღეს, ყოველდღიურად 90 მილიონ ნახვას იღებს. რა თქმა უნდა, ასეთმა უჩვეულო მოთხოვნამ დიდი ინტერესი გამოიწვია და საბოლოო ჯამში ერთგვარი “გამოძიებაც” კი დაიწყო, Wikimedia Foundation-ის მიერ.

“ჩვენს მონაცემებზე ყველა მოთხოვნის 20% მხოლოდ ამ ფოტოსურათზე მოდის და არავინ იცის, რატომ” – წერს კრის ალბონი, Wikiemdia Commons-ის მანქანური სწავლების დირექტორი.

“არაჩვეულებრივი მედია ტრაფიკი” ასე ეწოდება გამოძიებას, რომელიც ემსახურება იმის გაგებას, თუ რატომ აქვს კონკრეტულ ფოტოს უამრავი ნახვა და გადმოწერის მოთხოვნა ყოველდღიურად, სხვადასხვა ინტერნეტ პროვაიდერიდან. თანაც, საინტერესოა, რომ ყველაზე დიდი რაოდენობის ნახვა ინდოეთიდან ფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ ინდოელების უმეტესობისთვის ეს ფოტო სრულებით უცნობია.

გამოძიების ფარგლებში გადაწყვიტეს, სხვადასხვა სახის აპლიკაციები გამოეყენებინათ, რათა საკუთარ მობილურებში გვირილის ფოტო აღმოეჩინათ, თუმცა უშედეგოდ. როგორც ჩანს, ფოტოსურათი WIkimedia-დან იწერებოდა, მაგრამ არ იყო ხილული.

“ვიკიმედიის” ფონდის პროგრამული ინჟინერის განცხადების თანახმად, გამოიძიების შედეგი ასეთია – მათ აღმოაჩინეს კონკრეტული აპლიკაცია, რომლის გახსნისთანავეც, ავტომატურად ხდებოდა სერვერთან წვდომა და ფოტოს ჩამოტვირთვა. ჯერჯერობით უცნობია, რომელ აპლიკაციაზეა საუბარი, თუმცა როგორც ამბობენ, ის საკმაოდ მოთხოვნადია ინდოეთში და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე TikTok-ს ეხება. ზოგიერთი ვარაუდის თანახმად კი ეს აპლიკაცია ზემოთხსენებულის ინდური კონკურენტი შეიძლება იყოს – MX TakaTak, Moj ან Josh.

როგორია წიგნების სამყაროში მოგზაურობა? – ABK-ს პრინტ ნამუშევრები

Scoot Scoot: “ვისაც ჩვენი კომპანია აინტერესებს, პირდაპირ მოგვწეროს, კადრები გვჭირდება ყველა მიმართულებით”…