ქუთაისობაც სულ მალე დადგება – 2 მაისს, აქ გვირილობას ზეიმობენ. ესაა ქალაქი, რომელიც არაერთი შემოქმედის, კომპოზიტორის თუ პოეტის შთაგონების წყაროდ ქცეულა. მისთვის მიუძღვნიათ ტკბილი სიმღერები და გრძნობით სავსე ლექსები. ამ თარიღის მოახლოებასთან ერთად, გვინდა გაგიზიაროთ ემოციები, რომლებიც ქუთაისობას უკავშირდება. ამ ვიდეორგოლებით საქართველოს ბანკმა გვირილობა წინა წლებში აღნიშნა. გასულ წელს, ქუთაისობას სიმღერა მიუძღვნა, უფრო ადრე კი, იმ ლექსებს მოუყარა თავი ერთად, რომლებითაც ქართველი პოეტები ესიყვარულებოდნენ საყვარელ ქალაქს. მოდით, ერთად გავიხსენოთ ეს ამბები და სულ რამდენიმე წუთით, იმ ემოციებში ჩავიძიროთ, რაც ამ კოხტა და მშვენიერ ქალაქს ასე უხდება.
ქუთაისობით შთაგონებული ვიდეორგოლები საქართველოს ბანკისგან
