in

გვისმენს თუ არა Instagram ჩვენი მიკროფონის საშუალებით? — კითხვას ადამ მოსერი პასუხობს

ინსტაგრამის ხელმძღვანელ ადამ მოსერის დაპოსტვა მოუწია იმისათვის, რომ სოციალურ მედიაში არსებული მითი დაემსხვრია, რომლის მიხედვითაც პლატფორმა აქტიურად უსმენს თავის მომხმარებლებს, რათა მათ შემდგომში რელევანტური რეკლამები შესთავაზოს. თუ მას დავუჯერებთ, მომხმარებელთა ტელეფონების მიკროფონების გამოყენება მათი საუბრების ჩასაწერად უკვე კარგად მოძველებული კონსპირაციული თეორიაა, რომელიც კომპანიას აქამდეც ბევრჯერ დაუმსხვრევია.

თუმცა ირონიულია, რომ ეს ამბავი მას შემდეგ ხდება, რაც მეტამ რეკლამების მიზნობრიობის შესახებ გააკეთა განცხადება. თქვა, რომ მალე AI პროდუქტებთან ინტერაქციის მიხედვით გაუშვებდა რეკლამებს — სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ მეტას აქამდე არ სჭირდებოდა თქვენი მიკროფონის საშუალებით საუბრების ჩაწერა კარგი რეკომენდაციებისთვის, ეს არც ახლა დასჭირდება. ადამის თქმით კი, კომპანიის სარეკლამო ტარგეტირება იმდენად კარგად მუშაობს, რომ რთულია ამის დაჯერება, ამიტომაც დაიბადა მითები…

არადა, სულ მცირე ერთი ადამიანი მაინც გეცოდინებათ, რომელიც ამტკიცებს, რომ გვისმენენ. ესეც რომ არ იყოს, რამდენჯერ გიფიქრიათ რაღაც თემასა თუ პროდუქტზე და შემდეგ იგი თქვენს ეკრანზე გამოჩენილა?! რითი აიხსნება ეს, თუ არა იმით, რომ მეტას აზრების კითხვა შეუძლია?

 

კომპანიისთვის ეს სრული აბსურდია — როგორც ამბობენ, ტექნოლოგიური გიგანტის რეკომენდაციების სისტემა იმდენად ძლიერია, რომ მხოლოდ რეკლამის განმთავსებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, მათ შორის იმას, თუ ვინ ესტუმრა მათ ვებგვერდს. სწორედ ეს ინფორმაცია ეხმარება მეტას რელევანტური რეკლამების განთავსებაში. 

ამასთან, კომპანია ადამიანებს აჩვენებს რეკლამებს, რომლებზეც ფიქრობს, რომ მათ მსგავს პირებს დააინტერესებთ და სწორედ ამ ალგორითმზე დაფუძნებულმა სარეკლამო ტექნოლოგიამ აქცია მეტა ფულის მანქანად წლების განმავლობაში…

ახლა კი პროცესში AI ერთვება და თუ აქამდე ადამიანები ფიქრობდნენ, რომ უსმენდნენ, სიტუაცია გაუარესდება, არსებული მითებიც ამაზე მოწმობს… — მეტა ახალი კონფიდენციალობის პოლიტიკის შესახებ საუბრობს, რომელსაც 16 დეკემბერს გაგვიზიარებს. აღნიშნული მას საშუალებას მისცემს, AI პროდუქტებთან მომხმარებელთა ინტერაქციების მონაცემები გამოიყენოს. ეს კი იმაზე ძლიერი იქნება, ვიდრე ამას შეიძლება ეს მოეწონოს სისტემა, გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებლები AI ჩეტბოტებთან მეტად პერსონალურ საუბრებში ერთვებიან, რა დროსაც საკუთარ ინტერესებს, იდეებსა და აქტივობებს უზიარებენ. აბა, დაფიქრდით, ბოლოს თქვენ რაზე ისაუბრეთ ჩეტბოტთან…

არადა, მოსერი ამტკიცებს, რომ ზოგჯერ მხოლოდ ტექნოლოგია არ გვაწვდის ამ ძალიან ზუსტ რეკომენდაციებს, ხან ეს დამთხვევაა, ხან კი თამაშში ფსიქოლოგია შემოდის — ეს რეკლამა, შესაძლოა, იქამდეც ნახეთ, სანამ საუბარს დაიწყებდით, მაგრამ არ გაგიანალიზებიათ. ჩვენ სწრაფად ვსქროლავთ, განსაკუთრებით რეკლამებს და ზოგჯერ იგი ჩვენს გონებაში ხვდება, რაც შემდგომში ჩვენსავე სასაუბრო თემებზე ზემოქმედებს.

„მუსიკით რაღაც ისეთს გამოხატავ, რასაც ვერ ამბობ ცხოვრებაში” – ლექსო რატიანი

ისარგებლე ოჯახის დაზღვევის განსაკუთრებული შეთავაზებით და მიიღე ბავშვების დაზღვევა საჩუქრად იმედი L-სგან