მალე საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად გამოჩნდება ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი გლობალური ავტობრენდი – GWM (Great Wall Motors). კომპანიის ოფიციალური შოურუმი და წარმომადგენლობა უახლოეს მომავალში გაიხსნება, რაც ქართველი ავტომოყვარულებისთვის სრულიად ახალი საავტომობილო გამოცდილების დასაწყისი იქნება.
რა უნდა ვიცოდეთ GWM-ზე?
GWM საავტომობილო ინდუსტრიაში რეგიონისა და მსოფლიოს მასშტაბის ლიდერია. 1990 წელს დაარსებული კომპანია დღეს 170-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და 700-ზე მეტ დილერს აერთიანებს. 30-წლიანი ისტორიის მანძილზე, ბრენდმა 17 მილიონზე მეტი ავტომობილი გაყიდა – ეს არის 17 მილიონი ადამიანის ნდობა გლობალურად.

ბრენდის გამორჩეულობა მის ტექნოლოგიურ ხედვაშია. GWM-ს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, გერმანიასა და იაპონიაში, მასშტაბური კვლევითი ცენტრები აქვს განთავსებული და აქტიურად ავითარებს როგორც შიდა წვის, ისე ჰიბრიდულ, plug-in ჰიბრიდულ, სრულად ელექტრო და წყალბადის ძრავებზე მომუშავე მოდელებს. კომპანიის წარმატება საერთაშორისო აღიარებითაც მტკიცდება: GWM 2019 წელს Forbes-ის „2,000 უმსხვილესი კომპანიის“ სიაში მოხვდა, 2018 წელს კი “Top 100 Most Valuable Auto Brands”-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

მრავალფეროვანი პორტფელი: TANK, HAVAL და POER
GWM-ის პორტფელი მაქსიმალურად მოქნილია და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ავტომობილებს: SUV, პიკაპი, ოფროუდი და სატვირთო მოდელები. საქართველოში წარმოდგენილი იქნება სამი ძირითადი ქვებრენდი:
- TANK 300 – ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულთათვის. მოდელი, რომელიც უპირობო კონკურენციას უწევს სხვა წამყვან ბრენდებს ოფროუდის სეგმენტში.
- TANK 500 – მათთვის, ვინც პრემიუმ კლასს ანიჭებს უპირატესობას. ეს არის 7-ადგილიანი, ბიზნეს კლასის SUV, სადაც უბადლო სიმძლავრე და უმაღლესი კომფორტი ერთიანდება.
- HAVAL H6 – საშუალო ზომის SUV სეგმენტის გამორჩეული მოთამაშე, რომელიც აერთიანებს უსაფრთხოების სტანდარტებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, ეკონომიურობასა და დახვეწილ დიზაინს.
- HAVAL JOLION – მოდელი, რომელიც მოლოდინს გადააჭარბებს. უახლესი ტექნოლოგიებით, მძლავრი და ეფექტური შიდა წვისა და ჰიბრიდული სისტემებით, ის იმაზე მეტია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
- POER – ლიდერი პიკაპების კატეგორიაში, რომელიც ნებისმიერი სირთულის საქმისთვისაა შექმნილი.

გლობალური ამბიცია და ლოკალური მისია
GWM-ის მთავარი ამოცანაა, ავტომობილის ფლობა გახადოს მარტივი, გამჭვირვალე და გონივრული პროცესი. გლობალური ბრენდის უახლესი ტექნოლოგიური და უსაფრთხოების სისტემები ზუსტად მოერგება ადგილობრივ რეალობას – ქართველი მომხმარებლის რეალურ საჭიროებებსა და მოლოდინებს.
ბრენდი ნერგავს სრულად გამჭვირვალე პროცესებს პირველივე ნაბიჯიდან – შერჩევიდან და შეძენიდან, ავტომობილის ყოველდღიურ ფლობამდე. თითოეულ ეტაპზე GWM-ის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელია. სწორედ ამიტომ, მარტივდება შეძენის პროცესი და იქმნება ფლობის ხელმისაწვდომი, საიმედო პირობები, გამჭვირვალე ფინანსური მოდელებითა და Buy back თუ Trade-in შეთავაზებებით.

რაც ყველაზე მთავარია, ბაზარზე შეიქმნება სრულიად უნიკალური გამოცდილება ჩინური ავტომობილების სერვისის მიმართულებით. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ეწვიოს ოფიციალურ სერვისცენტრს, მიიღოს ბრენდის უმაღლესი სტანდარტებით გათვალისწინებული მომსახურება და უზრუნველყოფილი იყოს ორიგინალი ნაწილებით უმოკლეს დროში.
GWM – მოსალოდნელზე მეტი. ეს არის გამართლებული და თავდაჯერებული ნაბიჯი ახალი ავტომობილის შესარჩევად.
მეტი დეტალისა და ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: GWM.ge.
[R]













