10
ივლ
2018

“არც კი იცი, როგორ გვიყვარხარ”! რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული ვიდეორგოლები! – GWP-ის კამპანია

10 ივლ 2018

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რამდენიმე თვის წინ, Georgian Water And Power-ის (GWP) თანამშრომლებმა აბონენტების ფეისბუკ სტატუსებს მეგობრული ვიდეორგოლებით უპასუხეს. კამპანიამ მასშტაბური სახე მიიღო, ვირუსულად გავრცელდა და პოზიტიური უკუკავშირიც მოიპოვა. GWP აქტიურობას აგრძელებს და ამჯერად, მისი დევიზია “არც კი იცი, როგორ გვიყვარხარ!”. საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, 3 მოკლემეტრაჟიანი და 15 პერსონალიზებული ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელთა ინსპირაციაც თანამშრომლების რეალური ისტორიები გახდა. აბონენტების ნაწილს სიმბოლური საჩუქრებიც დაეგზავნა. კამპანიაზე სააგენტო Redberry-მ იმუშავა.

bog qulebi2
Bog Xelfasi mob

 

 

M: რა იყო მთავარი გამოწვევა და მიზანი კამპანიის დაგემვისას?

თოკა არეშიძე – კრეატიული დირექტორი: “GWP-ს შეხვდა რთული მემკვიდრეობა, საბჭოთა დროინდელი ამორტიზებული მილებისა და  ქალაქის ქაოტური განაშენიანების სახით, ზოგადად, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ლოგიკურია რომ ჰყავდეთ უკმაყოფილო აბონენტები. წინა კამპანია იყო პირველი პოზიტიური შეხების წერტილი ბრენდთან, სადაც  ვაჩვენეთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ 24 საათის მანძილზე და ვრეაგირებთ მყისიერად.

ამჯერად, გადავწყვიტეთ გაგვემტკიცებინა ჩვენი პოზიცია და აქცენტი ემოციურ მხარეზე დაგვესვა, მთელი კამპანია აწყობილია ინდივიდებსა და ბრენდის ურთიერთბის გარშემო GWP-ისთვის მნიშვნელოვანია თითეული უკუკავშირი, თუნდაც ნეგატიური, ეს მათი მამოძრავებელი ძალაა  და ჩვენ მათ დავეხმარეთ მომხმარებლისთვის ეთქვათ : „არც კი იცი როგორ გვიყვარხარ“.

 

 

M: რას მოიცავდა კამპანია და როგორ შეაფასებთ მის შედეგებს?

რეზო შელია – კრეატიული დირექტორი: “შარშანდელი კამპანიის წარმოებისას მოვისმინეთ უამრავი გულისამაჩუყებელი ისტორია თავდადებულ შრომაზე, დაძლეულ სირთულეებზე, გათენებულ ღამეებსა და საკუთარი საქმისადმი სიყვარულზე, ისტორიები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში კადრს მიღმა რჩებოდა.

სწორედ ამ ისტორიებისა და სამუშაოების ემოციური მხარის გადმოსაცემად გადავიღეთ 3 მოკლემეტრაჟიანი ფილმი და 15 პერსონალიზებული ვიდეო, ხოლო მათ ვინც მოტივაციას გვიქმნის დავძლიოთ რთული გამოწვევები, გადავეცით სიმბოლური, სპეციალურად მათთვის დამზადებული ჯილდო.

კომპანიაში არსებული თბილი დამოკიდებულების გასაჟღერებლად შევიმუშავეთ კამპანიის მთავარი მესიჯი – “არც კი იცი როგორ გვიყვარხარ”.

მიუხედავად იმისა, რომ კამპანია ჯერ არ დასრულებულა, მისი მთავარი შედეგი – მომხმარებლების თბილი გამოხმაურება და თანამშრომლების გაორმაგებული მოტივაცია – უკვე აღქმადია.”

 

 

Credits:

Client: Georgian Water and Power

Agency: Redberry

Creative Directors: Rezo Shelia, Toka Areshidze

Executive Producer: Mariam Khoperia, Levan Ketskhoveli

Account Executive: Irakli Kavelashvili

Account Director: Giorgi Makharadze

Copywriters: Nina Modebadze, Liana Metreveli, Achi Oragvelidze

Art Director: Mariam Giguashvili, Salomea Pertaia

Strategy Team: Gaga Darsalia, Niko Rekhviashvili, Giorgi Karanadze

Digital Planner: Aleksandre Kvetenadze

Video Production:

Director: Jaba Melkadze

1 st AD: Temo Tetrashvili

DoP: Vigen Vartanov

Production Designer: Slow Pulse Group

Casting Manager: Taso Okropiridze

Casting Manager Assistant: Zura Sharvadze, Achi Mezvrishvili

Make-up Artist: Mari Lotikashvili

SFX: Soso Gvasalia

Focus Puller: Zaza Tsomaia, Duru Jgenti

Camera 2nc AC: Bacho Iakobidze

PlayBack: Misha Sefiashvili

Gaffer: Jaba Kldiashvili

Lighting: Paata Chutkerashvili, Shota Pirtskhalaishvili, Roman Buzuevi

Color Correction: Vigen Vartanov

Editing and Graphic: Giorgi Akhvlediani

Audio Production: Post Red Audio

Sound Designer: Beso Kacharava

განხილვა