წყალი ჩვენი პლანეტის ყველაზე ძვირფასი რესურსია, თუმცა მისი მნიშვნელობა ხშირად უცნობი რჩება ახალგაზრდებისთვის. სწორედ ამიტომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დაიწყო საგანმანათლებლო კამპანია „ყოველი წვეთი ძვირფასია“, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას წყლის სრული ციკლისა და მისი მდგრადი გამოყენების მნიშვნელობაზე.
კამპანიის ფარგლებში, თბილისის 100 სკოლაში ჩატარდა ინტერაქციული სემინარები. თითოეული სემინარი მოიცავდა ინოვაციურ საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა მარტივად და სახალისოდ მიეღოთ ინფორმაცია, თუ რა გზას გადის წყალი მყინვარებიდან ონკანამდე და როგორ იქცევა ნედლი წყალი მაღალი ხარისხის სასმელ წყლად.

თითოეული სემინარი მოიცავდა ანიმირებულ პრეზენტაციას, საინფორმაციო მასალებს და სპეციალურად შექმნილ სამაგიდე თამაშს, რომელიც ბავშვებს სახალისო ფორმით ასწავლიდა წყლის ციკლს და რესურსის მდგრად გამოყენებას.
სამაგიდო თამაში ჯივიპის კომუნიკაციების გუნდისა და კრეატიული სააგენტო “ლივინგსტონის” ერთობლივი ნამუშევარია.
„ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ისეთი გამოცდილება, რომელიც ბავშვებს თამაშ–თამაშით აუხსნიდა სასმელი წყლის მნიშვნელობის შესახებ და წყლის მოგზაურობის სრულ გზასაც მათ მარტივად დაამახსოვრებდა. ასე ჩავრთეთ ისინი სახალისო თავგადასავალში და გადავეცით ის ცოდნა, რაც თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ქცევაშია გასათვალისწინებელი“, – სააგენტოს კრეატიული დირექტორი, ქეთი ყიფშიძე.
სამაგიდე თამაშის საშუალებით მოსწავლეები ერთად სწავლობენ, იღებენ გამოწვევებსა და გადაწყვეტილებებს, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ გუნდური მუშაობის უნარების განვითარებასაც.
ჯივიპის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდში აღნიშნავენ:
„კამპანია „ყოველი წვეთი ძვირფასია“ მეტია, ვიდრე სემინარები – ეს არის პლატფორმა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, გააცნობიერონ წყლის ღირებულება და მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. პროექტის მიზანია არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ პასუხისმგებლობისა და მდგრადი აზროვნების გაძლიერება.“
კამპანიის ფარგლებში იგეგმება მრავალი ინოვაციური აქტივობა, მათ შორის ციფრული თამაში და მოკლე ანიმაციური ვიდეოები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ბავშვს ჩართავს პროცესში და საზოგადოებას გააცნობს წყლის მნიშვნელობას.

საგანმანათლებლო კამპანია „ყოველი წვეთი ძვირფასია“ ერთდროულად აერთიანებს ცოდნას, გართობას და პასუხისმგებლობის გრძნობას. პროექტი აძლიერებს მოსწავლეების ცნობიერებას, ზრდის მათ ჩართულობას გარემოს დაცვის საკითხებში და აჩვენებს რამხელა შრომაა საჭირო წყლის სრული ციკლისთვის.
როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ინტერაქტიული თამაშები და ვიზუალური მასალები მნიშვნელოვნად ეხმარება ინფორმაციის დამახსოვრებას და ცოდნის გაღრმავებას.


[R]











