7 ივლისს, რუსთავში მდებარე „დრიფტ არენაზე“ გაიმართება შეჯიბრება „ჯიმხანაში“ – ავტოსპორტის რთულ და ძალზე სანახაობრივ სახეობაში. ესაა შეჯიბრება საავტომობილო სლალომში, სადაც პილოტებს მაქსიმალურ სიჩქარეზე ურთულეს მოსახვევებში შესვლა, 180 და 360 გრადუსით მოტრიალება უწევთ. „ჯიმხანა“ განსაკუთრებით პოპულარულია იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ აფრიკაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, თუმცა, ევროპის მრავალ სხვა ქვეყანაშიც მოიკიდა ფეხი.
შეჯიბრების ორგანიზატორია საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ ლიცენზირებული კლუბი Legal Racing. 2016 წლის ღონისძიებების მსგავსად, წლევანდელ შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მოყვარული, ასევე პროფესიონალი ავტომრბოლელები, თუმცა, 2 წლის წინანდელი, გამარტივებული ფორმატისგან განსხვავებით, წლევანდელი ასპარეზობა საერთაშორისო წესებით გაიმართება.
შეჯიბრება გაიმართება შემდეგ კლასებში:
მოყვარულები – RWD
მოყვარულები – FWD
მოყვარულები – AWD
პროფესიონალები – RWD, FWD, AWD
Drifters – საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე მოყვარული და პროფესიონალი დრიფტერები.
წლევანდელი „ჯიმხანას“ სპონსორები არიან: საავტომობილო ზეთების კომპანია „კრისტალი“ და კომპანია Menu.ge.
„ჯიმხანას“ ოფიციალური საინფორმაციო მხარდამჭერები: Marketer.ge, „ავტორადიო”, ავტომოყვარულების ფეისბუკ-გვერდი „ავტომანიაკი“ და საავტომობილო საიტი Autospace.ge.
გამარჯვებულებს და პრიზიორებს კომპანია „კრისტალი“ გადასცემს სასაჩუქრე სერვისის ვაუჩერებს:
I ადგილი – 300 ლარი
II ადგილი – 200 ლარი
III ადგილი – 100 ლარი
„ჯიმხანას“ დასაწყისი – 7 ივლისის 12:00. დასწრება თავისუფალია.