დღეს გიამბობთ ბრენდ Gymshark-ზე, რომელმაც Pinterest-ის პლატფორმის ჭკვიანურად გამოყენებისთვის DADI 2020-ის (The Drum Awards for the Digital Industries) ჯილდო მოიპოვა. გუნდმა, პანდემიის პირობებში, შეძლო იდეების ბიბლიოთეკის გენერირება, რათა ყოველ მომხმარებელს შეძლებოდა შთაგონების პოვნა.
პრობლემა: როდესაც 2020 წლის მარტში Covid-19 მსოფლიო პრობლემად იქცა,
და მომხმარებლებს სახლში მოუწიათ დარჩენა. ბრიტანულმა სპორტულმა დაინახა საზოგადოების მძაფრი საჭიროება, ჩართულები ყოფილიყვნენ რაიმე აქტივობაში. მსგავსი გამოწვევა ჰქონდათ ფიტნესისი მოყვარულებს, რომლებსაც სახლის პირობებში, სპორტული აქტივობებისთვის სჭირდებოდათ იდეები.
Pinterest-ის პლატფორმა კი, მომხმარებლებს თავისთვის საინტერესო ინფორმაციების შეგროვებაში ეხმარება. სახლში აღმოჩენილმა საზოგადოებამ 60%-ით უფრო ინტენსიურად დაიწყო პლატფორმაზე “პოზიტიური აზროვნების, ჯანსაღი ჩვევების” შესახებ ინფორმაციის მოძიება. 268%-ით გაიზარდა სახლში ვარჯიშის სიხშირე, 170%-ით გაიზარდა სახლის ტანსაცმლის მოხმარება ვარჯიშისას. არსებულმა ვითარებამ შეცვალა ადამიანების ჩვევები და გაამძაფრა მოთხოვნა სპორტულ აქტივობაზე.
Gymshark-ს სურდა დახმარებოდა ადამიანებს ამ პრობლემის მოგვარებაში და Pinterest-ის პლატფორმის დახმარებით მათთვის სპორტულ აქტივობებზე მიეწოდებინა ინფორმაცია.
სტრატეგია: Pinterest-ზე აქტიურობის ზრდამ Gymshark-ს რეკლამის გააქტიურებისაკენ უბიძგა. კომპანიამ, პლატფორმის საშუალებით, ბრენდის განვითარების შესაძლებლობა დაინახა. მას შეეძლო მომხმარებლებისთვის მიეწოდებინა იდეები ვარჯიშების შესახებ და ამავდროულად, ეფექტურად გაეყიდა საკუთარი სპორტული პროდუქცია.
კამპანია: ბრენდმა შეიმუშავა ვარჯიშის ბევრნაირი რუტინა, რომელიც სხვადასხვა მოთხოვნას უპასუხებდა. ფაქტობრივად, კომპანიამ შექმნა იდეების ბიბლიოთეკა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო თავისთვის საინტერესო ვერსიის პოვნა. კამპანია მოიცავდა ვიდეოს რამდენიმე ვერსიას: ა) მათთვის, ვინც ეძებდა იდეას ვარჯიშისთვის, ბ) ვარჯიშით დაინტერესებულ ადამიანებს ფასიან კონტენტს სთავაზობდა გ) სამიზნე სეგმენტს Gymshark-ის ონლაინ მაღაზიისაკენ ამისამართებდა და კონტენტისა და პროდუქტის დათვალიერებისა და შოპინგის საშუალებას აძლევდა.
შედეგი: კამპანიამ აჩვენა, რამდენად აქვთ Pinterest-ის მომხმარებლებს ათვისებული ონლაინ-გამოცდილება. სოციალური ქსელის საშუალებით, მათ შესანიშნავად იციან, როგორ იპოვონ და მიყვნენ ინფორმაციასა და კოტენტს, რაც ნამდვილად აინტერესებთ. The Drum-ის ინფორმაციით,
კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებმა Gymshark-ის ვარჯიშების 17.3 მლნ ვიდეოს უყურეს, ჩართულობის მაჩვენებელი კი 3% იყო. კონტენტი მაყურებელს უფასოდ მიეწოდებოდა და მომხმარებლების სიმპათია Gymshark-ის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2.63%-იანი CTR (Click through rate) აჩვენებს, რომ კომპანია აღმოჩნდა სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი კონტენტით.