7
Feb
2020

ჯანსაღი ცხოვრების წესის ინდუსტრიაში მიღებული ციფრული გამოცდილება, ანუ Gymstinct საქართველოში

7 Feb 2020

Startauperi
Startauperi


Gymstinct ფიტნეს ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, თანამედროვე-ინტელექტუალურ ციფრულ გადაწყვეტილებებს ქმნის. უფრო ზუსტად, „ჯიმსტინქტი“ ჯანსაღი ცხოვრების წესის ინდუსტრიაში ბიზნესის მფლობელებს სწორი ანალიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, ადმინისტრატორებს კი ყოველდღიური ოპერაციების მართვაში ეხმარება. თავის მხრივ, სტარტაპი ფიტნესისა და ე.წ. ველნეს ინდუსტრიის მომხმარებლების კომფორტსაც ითვალისწინებს.

Gymstinct 2 ეტაპიანი დიდი პროექტია, რომელიც სავარჯიშო მოწყობილობების ჭკვიანი სისტემების შექმნასა (MVP უკვე გაკეთებული და გატესტილია) და ფიტნეს და ველნეს კლუბების სრული პროგრამული უზრუნველყოფითა და სამართავი სისტემით აღჭურვას გულისხმობს,  მათ შორის: ბარათის წამკითხველებით, ტურნიკეტის სამართავი სისტემითა და ჭკვიანი ლოქერებით.

ამ ეტაპზე სტარტაპის გუნდი ორიენტირებულია მეორე, უფრო მარტივ ეტაპზე, რომლის განვითარებით დაწყებასაც, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

მოტივაციას, თუ რამ უბიძგა სტარტაპის ავტორებს მსგავს ინტელექტუალურ-ტექნიკურ გადაწყვეტილებამდე მისულიყვნენ, Gymstinct-ის თანადამფუძნებელი, ლაშა შარიქაძე გვიყვება: „ჩვენ სისტემატურად ვვარჯიშობთ და ხშირად გვიწევდა სხვადასხვა ფიტნეს დარბაზით სარგებლობა. ვარჯიშის ყოველდღიური პროცესის მოსაწყენმა რუტინამ გვიკარნახა, სრულად ციფრული და ჭკვიანი სავარჯიშო მოწყობილობები შეგვექმნა; სამართავი სისტემა გემიფიკაციის ელემენტებით დაგვეტვირთა; მოკლედ, ვარჯიშის პროცესის შედეგები უნდა გაგვეციფრულებინა და ვარჯიშის მიზნები მკაფიო და გაზომვადი, ამასთან სახალისო გაგვეხადა“. როგორც ლაშა მარკეტერთან საუბრისას აღნიშნავს, სტარტაპის მთავარი ტექნოლოგიური გამოწვევა სწორედ ისაა, რომ „ჯიმსტინქტის“ ჭკვიანი მოწყობილობები საქართველოშივე იქმნება, მათივე ინჟინრების გუნდის დახმარებით და გარდა ამისა, პროგრამული უზრუნველყოფაც ადგილობრივი ადამიანური კაპიტალით სრულდება.

და სწორედ ეს ფაქტი განსაზღვრავს მისი სერვისების ფიტნეს ინდუსტრიისთვის ეკონომიურ ფასად შეთავაზებას: – „ჩვენი გადაწყვეტილების დახმარებით, ფიტნეს და ველნეს კლუბის გაციფრულების პროცესი მარტივი, სწრაფი და იაფი ხდება. ჩვენი მოწყობილობები მობილურია და მათი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაგზავნა არის შესაძლებელი. ინსტალაცია არ სჭირდება და სრულად plug & play სისტემაზეა აწყობილი“.

Gymstinct-ის ვერსია 1.0-ით მარკეტის მზაობა მოისინჯა, პარტნიორებთან თანამშრომლობისა და სტარტაპის გუნდის წვერების შრომით კი, სისტემა დაიხვეწა და ვერსია 2.0-ის სახე მიიღო.

ლაშა შარიქაძე ამბობს, რომ ამ ვერსიის შეთავაზებით, ჯერ მეზობელ ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრინა) გავლენ, შემდეგი გაჩერება კი, წლის ბოლოს, ამერიკაში იგეგმება.  

შეგახსენებთ, რომ Gymstinct-ის ყველა მიმართულება ერთ ღრუბლოვან პროგრამაშია გაერთიანებული და მასზე წვდომა ნებისმიერი მოწყობილობიდანაა შესაძლებელი. სისტემის მახასიათებლები კი ასეთია:

განხილვა